საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება №13
1999 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესებში (საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-11 მუხლში:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რეგულარულ სამარშრუტო ავტობუსებზე სამგზავრო ბილეთის შეძენა წარმოებს ავტოვაგზლების, ავტოსადგურების, ავტოსალაროების საბილეთო სალაროებში“.
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რეგულარულად მარშრუტის შესრულების დროს მგზავრობების გაბილეთიანებისათვის გადამყვანი ვალდებულია იქონიოს სამგზავრო ბილეთები“.
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამგზავრო ბილეთი შედგება ორი ნაწილისაგან, რომლის ერთი ნაწილი ეძლევა მგზავრს, მეორე ნაწილი კი რჩება საბილეთო სალაროში ანგარიშისათვის“.
ბილეთის თითოეული ნაწილი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
- გადამყვანის საფირმო ნიშანი და იურიდიული მისამართი;
- აღნიშვნა - „სამგზავრო ბილეთი“;
- საწყისი პუნქტი;
- დანიშნულების პუნქტი;
- ადგილი;
- ფასი;
- ავტობუსის გასვლის თარიღი და საათი;
- ბარგის რაოდენობა;
- ბარგის გადაზიდვის ფასი;
- მგზავრის გვარი, სახელი და პასპორტის ნომერი საერთაშორისო მარშრუტის ავტობუსებისათვის;
- ბილეთის სერია და ნომერი №Ж
დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რეგულარული მარშრუტების შესრულების დროს გაჩერების პუნქტებში, სადაც არ არის ავტოვაგზალი, ავტოსადგური და ავტოსალარო, მგზავრის აყვანის შემთხვევაში სამგზავრო ბილეთის შეძენა წარმოებს მძღოლთან. ყოველ გაყიდულ ბილეთს მძღოლი აღრიცხავს საბილეთო უწყისში არსებული წესით“;
ე) ძალადაკარგულად ჩაითვალოს მე-13 პუნქტი.
ბ) დაემატოს მე-14 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„რეგულარული სამარშრუტო ავტობუსებისათვის სამგზავრო ბილეთების დამზადების, რეალიზაციის და აღრიცხვის ორგანიზაციას აკეთებს გადამყვანი დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად“.
2. მე-13 მუხლში:
ა) დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„საბილეთო უწყისის დამზადების, რეგისტრაციის და წარმოების ორგანიზაციას აკეთებს გადამყვანი დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად“.
ბ) დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„საბილეთო უწყისი შედგება ორი გვერდისაგან“;
გ) მე-5 პუნქტი შესაბამისად ჩაითვალოს მე-7 პუნქტად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საბილეთო უწყისის პირველი გვერდი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
- გადამყვანის საფირმო ნიშანი და იურიდიული მისამართი;
- აღნიშვნა - „საბილეთო უწყისი“;
- ნომერი №;
- შევსების თარიღი;
- მარშრუტი;
- ავტობუსის გასვლის დრო - სთ, წთ;
- ავტობუსის მარკა;
- ავტობუსის სახ. ნომერი №;
- ცხრილი შემდეგი რეკვიზიტებით;
1. დასაჯდომი ადგილების ნომერაცია;
2. ბილეთის ნომერი №;
3. დანიშნულების პუნქტი;
4. ბილეთის ფასი.
5. გაყიდული ბილეთების რაოდენობა;
6. მთლიანი თანხა;
7. მოლარის ხელმოწერა;
8. საკომისიო გადასახადი;
9. მგზავრის გვარი, სახელი და პასპორტის ნომერი - საერთაშორისო მარშრუტის ავტობუსებისათვის.
დ) დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„საბილეთო უწყისის მეორე გვერდზე კეთდება ცხრილი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს“:
- ბილეთის გაყიდვის პუნქტი;
- გაყიდული ბილეთების რაოდენობა;
- თანხა;
- საკომისიო გადასახადი;
- ბილეთის №;
- მძღოლის ხელმოწერა, ან მოლარის შტამპი.
ე) მე-6 პუნქტი შესაბამისად ჩაითვალოს მე-9 პუნქტად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საბილეთო სალაროს მოლარე თითოეული გაყიდული სამგზავრო ბილეთის ნომერსა და ფასს აღრიცხავს საბილეთო უწყისში პირველ გვერდზე, შესაბამისი დასაჯდომი ადგილის ნომრის გასწვრივ. ბილეთის გაყიდვის დამთავრების შემდეგ აჯამებს მათ რაოდენობას, თანხას, გამოყავს დადგენილი საკომისიო გადასახადი და შეაქვს საბილეთო უწყისის შესაბამის დანაყოფში, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.
ვ) მე-7 პუნქტი ჩაითვალოს მე-10 პუნქტად და სიტყვა „ავტოსადგურის“ შეიცვალოს სიტყვით „სალაროში“.
ზ) დაემატოს მე-11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„საბილეთო უწყისის მეორე გვერდი ივსება მარშრუტზე შუალედური გაჩერების ავტოვაგზალში, ავტოსადგუში, ავტოსალაროში მოლარის, ხოლო იმ გაჩერების პუნქტებში, სადაც არ არის ავტოვაგზალი, ავტოსადგური და ავტოსალარო, მძღოლის მიერ“.
თ) მე-8 და მე-9 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-12 და მე-13 პუნქტებად.
ი) დაემატოს მე-14 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„საერთაშორისო მარშრუტის ავტობუსებისათვის საბილეთო უწყისში პირველ გვერდზე ავტობუსში დასაჯდომი ადგილების ნუმერაციის გასწვრივ შესაბამისად უნდა აღინიშნოს მგზავრის გვარი, სახელი და პასპორტის №.
3. მე-2 მუხლში:
ა) 1-ლი პუნქტიდან ამოღებულ იქნას „სარაიონო“ და „სარაიონთაშორისო“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საგარეუბნოს მიეკუთვნება მარშრუტი, რომელიც აკავშირებს ქალაქს (რაიონულ ცენტრს) სოფელთან, დაბასთან და დასახლებულ პუნქტთან და არ გადის მეორე ქალაქის ტერიტორიაზე;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქალაქთაშორისოს მიეკუთვნება მარშრუტი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ორ ან მეტ ქალაქს (რაიონულ ცენტრს).
5. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციაში გაატაროს აღნიშნული ცვლილებები და დამატებები.
6. ცვლილებები და დამატებები ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი მ. ადეიშვილი