საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 472-ე მუხლში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
0
მიმღები ორგანო
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი
1975-02-21
გამოქვეყნების თარიღი
1975-02-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 472-ე მუხლში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 472-ე მუხლში დამატების შეტანის შესახებ

„დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა მკურნალობისათვის დახარჯული სახსრების ანაზღაურების შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 25 ივნისის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 472-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„სახსრები, რომლებიც დაიხარჯა იმ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობისათვის, რომელნიც დაზარალდნენ განზრახი დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად (იმ შემთხვევების გარდა, როცა დამნაშავე ზიანს მიაყენებს დაზარალებულს იმის გამო, რომ მან გადააჭარბა აუცილებელი თავდაცვის ფარგლებს ან დაზარალებულის არამართლზომიერმა მოქმედებამ უეცრად გამოიწვია დამნაშავის ძლიერი სულიერი მღელვარება) სახელმწიფო შემოსავალში გადახდებათ იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებული არიან ამ დანაშაულისათვის. აღნიშნული სახსრების ოდენობა გამოიანგარიშება განაკვეთებით, რომლებიც განსაზღვრულია სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის თავმჯდომარე                                                          გ. ძოწენიძე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის მდივანი                                                                    ზ. კვაჭაძე

 

თბილისი, 1975 წლის 21 თებერვალი


კრებსითი — სრული ვერსია