ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 363-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
0
მიმღები ორგანო
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი
1970-08-20
გამოქვეყნების თარიღი
1970-08-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 363-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 363-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლების 68-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 12 ივნისის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კაპიტალური მშენებლობის სანარდო ხელშეკრულებას შემკვეთი უდებს ერთ სამშენებლო ორგანიზაციას, ხოლო სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით ორ ან მეტ სამშენებლო ორგანიზაციას, რომელთაც, როგორც გენერალურ მენარდეებს, უფლება აქვთ საქვენარდო ხელშეკრულებით დაავალონ სამუშაოთა ცალკეული კომპლექსების შესრულება სპეციალიზებულ ორგანიზაციებს (ამ კოდექსის 168-ე და 221-ე მუხლები)“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე

თბილისი, 1970 წლის 20 აგვისტო

 

 

კრებსითი — სრული ვერსია