“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში ბანდეროლებისა და ამანათების მეშვეობით საკვები პროდუქტების მიღება-გაგზავნის აკრძალვის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
380
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-04-04
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-28
სარეგისტრაციო კოდი
110.110.000.22.027.008.410
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში ბანდეროლებისა და ამანათების მეშვეობით საკვები პროდუქტების მიღება-გაგზავნის აკრძალვის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.008.410

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 380

2006 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში ბანდეროლებისა და ამანათების მეშვეობით საკვები პროდუქტების მიღება-გაგზავნის აკრძალვის თაობაზე

,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა და წინასწარ საპატიმრო დაწესებულებებში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №379 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. აიკრძალოს საკვები პროდუქტების მიღება-გაგზავნა ბანდეროლებისა და ამანათების მეშვეობით ქვემოჩამოთვლილ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში:

ა) №7 საპყრობილე (ქ. თბილისი);

ბ) №2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (ქ. ქუთაისი);

გ) №6 საპყრობილე (ქ. რუსთავი).

2. ბრძანების შესრულებასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (ბ. ახალაია) უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება.

3. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ბ. ახალაია).

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. ქავთარაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 28 ივნისის ბრძანება №108 - ვებგვერდი, 28.06.20.2012 წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია