,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
102
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-04-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-14
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.001.046
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №102

2008 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 460) დამტკიცებული დებულების 41 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის “ე1“ ქვეპუნქტი:

,,ე1) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია