“საქართველოს ფინანსთა სმაინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 აგვისტოს ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
255
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-30
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.033.008.311
“საქართველოს ფინანსთა სმაინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 აგვისტოს ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.008.311

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №255

2006 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 აგვისტოს №761 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 აგვისტოს №761 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 2005წ., №95, მუხ. 1085) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

,,51. სავალდებულო ტრეინინგის დასრულების შემდეგ სასწავლო ცენტრი სტაჟიორს უტარებს ტესტირებას სასწავლო პროგრამის თემატიკის შესაბამისად. ტესტირება ტარდება ამ წესის მე-8 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. ტესტირების შედეგები ეცნობება დაწესებულების ხელმძღვანელს.“.

2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინსარსის 31 პუნქტი:

,,31. სტაჟიორის ანგარიშის პერიოდული განხილვის შედეგები ეცნობება დაწესებულების ხელმძღვანელს.“.

3. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

,,მუხლი 161.

1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირებს უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილება სტაჟიორისათვის სტაჟირების გადავადების ან დროებით შეჩერების შესახებ.

2. სტაჟირების გადავადების ან დროებით შეჩერების საფუძველია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სტაჟიორის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა;

გ) სტაჟიორის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება–საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია