„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 31 იანვრის № 40 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
84
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-03-06
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-14
სარეგისტრაციო კოდი
450.140.000.22.030.008.258
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 31 იანვრის № 40 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.140.000.22.030.008.258

საქართველოს საგარეო საქმეთა

მინისტრის ბრძანება №84

2006 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქ-მეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებით (სსმ III, 08.02.2006წ., №17, მუხ. 199) დამტკიცებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“

ბ) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომელთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;“

გ) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.“.

დ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-4 და მე-5 მუხლები.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია