“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №156 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
60
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-09
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.22.026.008.234
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №156 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.008.234

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №60

2006 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №156 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №156 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №56, მუხლი 624) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:

ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ)“, ,,ს)“ და ,,ტ)“ ქვეპუნქტები:

,,რ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სავარაუდო საბაზრო ფასების შესწავლა;

ს) შესყიდვების წლიური გეგმის განხორციელების მონიტორინგი;

ტ) ხელშეკრულებით დადგენილი მიწოდების ვადების დარღვევის და/ან ვადაგადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საჯარიმო სანქციების გამოყენება.“

ბ) დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. მონიტორინგის ჯგუფი.“

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეია-რაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

ი. ოქრუაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია