„ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
76
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-28
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.10.003.001.020
„ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №76

2008 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

,,ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №17, მუხლი 181) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული გეგმის შესრულების მონიტორინგისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იქმნება ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის შესრულების მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც შედიან საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. ჯგუფის საქმიანობის სააპარატო და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის კანცელარია.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია