საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 10 აპრილის №90 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
252
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
1998-09-30
გამოქვეყნების თარიღი
1998-10-05
სარეგისტრაციო კოდი
000000090.01(2).003.000387
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 10 აპრილის №90 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №252

1998 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 10 აპრილის №90 ბრძანებაში  დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის შემოტანის, გადაადგილებისა და სატერმინალო მომსახურეობის მოწესრიგების მიზნით ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 10 აპრილის №90 ბრძანების მეორე პუნქტს სიტყვის „შესაბამისად“ შემდეგ ჩაემატოს წინადადება შემდეგი შინაარსით: „და მიმღები ქვეყნის აქციზური მარკებით მარკირებული“, შემდეგ, როგორც ტექსტშია:

2. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინამდებარე ბრძანება გაატაროს სახელმწიფო რეგისტრაციაში.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარესა ბ-ნ თ. აბულაძეს.

 

მინისტრი                                                                                მ. ჭკუასელი

 

კრებსითი — სრული ვერსია