საქართველოს ფინანასთა სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
256
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
1998-04-22
გამოქვეყნების თარიღი
1998-04-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ფინანასთა სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №256

1998 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანასთა სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №488 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-2 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი:

„23. ლატარიების, აზარტული თამაშობების ლიცენზირება-ორგანიზების და ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახურის მეშვეობით სახელმწიფო ტირაჟიანი და მომენტალური ლატარიების ორგანიზება-ჩატარების უზრუნველყოფა, საქართველოს ტერიტორიაზე აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების და ლატარიების სახელმწიფოებრივი რეგულირება და ლიცენზირება, აგრეთვე, ამ სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების დაცვაზე ზედამხედველობის დაწესება. განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზა და უტილიზაცია“.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია