“№8 საპყრობილის (მცხეთის რაიონის, დაბა ქსანი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
263
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-02-21
გამოქვეყნების თარიღი
2020-09-21
სარეგისტრაციო კოდი
100.070.000.22.027.008.179
“№8 საპყრობილის (მცხეთის რაიონის, დაბა ქსანი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"

(ძალადაკარგულია - 21.09.20, №613)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №263

2006 წლის 21 თებერვალი

 ქ. თბილისი

№8 საპყრობილის (მცხეთის რაიონი, დაბა ქსანი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. შეიქმნას №8 საპყრობილის (მცხეთის რაიონი, დაბა ქსანი) საპატიმრო განყოფილება.

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (ბ. ახალაია):

ა) წარმოადგინოს წინადადებები №8 საპყრობილის საპატიმრო განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო ინტერესების შესაბამისად, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, პატიმართა გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, პატიმართა  უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების გზით.

3. ბრძანებას გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ბ. ახალაია).

5.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. ქავთარაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია