საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-372
1998 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს №446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესასრულებლად. ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულების ტიპური ფორმა თანახმად დანართისა.
2. იურიდიულ და პარლამეტთან ურთიერთობის სამმართველომ (ი. ლომთათიძე) და აგრარული რეფორმების დეპარტამენტმა (გ. გორდეზიანი) უზრუნველყონ ამ ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (თ. ლოლაძე) ამ ბრძანების იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრაციაში გატარების შემდეგ უზრუნველყოს მისი გამოქვეყნება პრესაში.
4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს გ. დიდბარიძეს.
მინისტრი ბ. გულუა