სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.008.145
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №86
2006 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე და 122-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის დაშვების წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №56, მუხ. 618) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. საიდუმლო ინფორმაციის დასამუშავებლად კომპიუტერული ტექნიკის საშუალებათა გამოყენებისას იქმნება საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სისტემა და ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისთვის მასთან დაშვება ხდება სპეციალური ნებართვის (დანართი №1) საფუძველზე.”.
2. ინსტრუქციის დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დანართი №1
საგადასახადო დეპარტამენტი
კომპიუტერულ სისტემასთან დაშვების ნებართვა
მომხმარებლის გვარი, სახელი:
სტრუქტურული ერთეული/ სამმართველო/ განყოფილება:
| დაშვების სახე | პროგრამის სახე |
|
|
|
ინფორმაცია უფლების მინიჭებაზე
|
|
| |
|
| |
თანხმობა: უარი: თარიღი:
დეპარტამენტის თავმჯდომარე/ თავმჯდომარის მოადგილე:
ხელმოწერით ვადასტურებ, რომ ზემოხსენებული თანამშრომელი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურე. თანახმა ვარ მიეცეს მას მომხმარებლის იდენტიფიკატორი და პაროლი რეგისტრაციისა და გადასახადების ადმინისტრირების კომპიუტერულ სისტემაში სამუშაოდ.
ხელმოწერა:
ნებართვა გაცემულია შემდეგ სისტემაზე
|
|
|
|
|
|
|
|
გაკს-ის მომხმარებლის იდენტიფიკატორი:
|
|
|
|
|
|
რეგისტრაციის მომხმარებლის იდენტიფიკატორი:
სისტემის ადმინისტრატორი:
ხელმოწერა: