,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
204
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-09
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.001.149
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №204

2008 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 41 მუხლის მე-16 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესეულებათა, მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის, აგრეთვე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია