საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-45
1999 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინსიტროს 1998 წლის 29 აგვისტოს № 2-368 ბრძანებით დამტკიცებულ ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის 1999 წლის 12 თებერვლის № 5/9-76ა-1 წერილის საფუძველზე ვბრძანებ:
1. მიღებულ იქნეს ვეტერინარიის დეპარტამენტის წინადადება სახელწმიფო ვეტერინარული ინსპექციის უფროსისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის შტატების გაყოფის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით შეტანილ იქნეს ცვლილებები სამინისტროს 20.08.98 წლის №2-368 ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებაში, კერძოდ:
ა) 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები საფინანსო-ეკონომიკურ დარგში და რეფორმებისა და რეგიონული მართვის დარგში“;
ბ) 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის უფროსი არის ქვეყნის მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მოადგილე“.
გ) 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს და სახელწმიფო ვეტერინარული ინსპექციის უფროსს...“ და შემდეგ როგორც ტექსტშია.
2. დაევალოს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ გ. ჯიქიას:
ა) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ცვლილებების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში;
ბ) იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ უზრუნველყოს ცვლილებათა გამოქვეყნება პრესაში;
გ) უზრუნველყოს სათანადო ცვლილებების შეტანა დეპარტამენტის საშტატო განრიგში არსებული ხარჯთა ნუსხის ფარგლებში.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბ-ნ ვლ. გვარჯალაძეს.
მინისტრი ბ. გულუა