სასხელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.16.009.008.106
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №6
2006 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
,,ელექტრობაზრის წევრთა საწევრო შენატანების განსაზღვრისა და გადახდის წესის დებულების“ დამტკიცების შესახებ“ სემეკ-ის 2003 წლის 19 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ დაადგინა:
1. ,,ელექტრობაზრის წევრთა საწევრო შენატანების განსაზღვრისა და გადახდის წესის დებულების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 19 ივნისის №9 დადგენილებით (სსმ III, 2003 წ., №62, მუხ. 546) დამტკიცებული ,,ელექტრობაზრის წევრთა შენატანების განსაზღვრისა და გადახდის წესის“ დებულების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი 1
ელექტრობაზრის საწევრო შენატანის კოეფიციენტები
1. ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიანტები და მომხმარებლები:
წარმოება - 0.0034
გადაცემა - 0.0034
დისპეტჩერიზაცია - 0.0034
განაწილება - 0.0034
პირდაპირი მომხმარებელი - 0.0034”
2. დადგენილება ძალაშია 2006 წლის 1 იანვრიდან.
თავმჯდომარე
გ. თავაძე