საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 30 აპრილის № 112 ბრძანებით დამტკიცებულ „პირველი ჯგუფის ინვალიდი მოქალაქეების ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების გაცემის წესში“ (რეგისტრაციის № 090.012.003.256) ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
197
მიმღები ორგანო
ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი
1999-09-07
გამოქვეყნების თარიღი
1999-09-08
სარეგისტრაციო კოდი
000000900.12.003.000826
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 30 აპრილის № 112 ბრძანებით დამტკიცებულ „პირველი ჯგუფის ინვალიდი მოქალაქეების ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების გაცემის წესში“ (რეგისტრაციის № 090.012.003.256) ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №197

1999 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 30 აპრილის № 112 ბრძანებით დამტკიცებულ „პირველი ჯგუფის ინვალიდი მოქალაქეების ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების გაცემის წესში“ (რეგისტრაციის № 090.012.003.256) ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 აპრილის №258 ბრძანებულებით შექმნილი სახელწმიფო კომისიის სხდომის 1999 წლის 5 აგვისტოს №1 საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის პროცესის შეუფერხებელი წარმართვის მიზნით, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 30 აპრილის № 112 ბრძანებით დამტკიცებულ „პირველი ჯგუფის ინვალიდი მოქალაქეების ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი თავის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2) მოსახლეობის ანაბრების ინდექსაციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული  თანხები „ყოფილ სახელწმიფო-კომერციულ ბანკებში მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულებით განსაზღვრული მექანიზმით გაიცეს I ჯგუფის ინვალიდი მეანაბრეებისა და ინვალიდი ბავშვების კუთვნილი საანაბრო ანგარიშებიდან (სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სიების შესაბამისად), სათანადო დოკუმენტების მომსახურე ბანკში წარდგენის საფუძველზე;“

ბ) ამავე თავის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5) ინდექსირებული თანხების მისაღებად მეანაბრემ მომსახურე ბანკში უნდა წარადგინოს: საშემნახველო წიგნაკი, პასპორტი ან საქართველოს მოქალაქის მოწმობა, დევნილის მოწმობა, შესაბამისად I ჯგუფის ინვალიდობის დამადასტურებელი საბუთი, საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს უშიშროების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დაცვის სახელწმიფო დეპარტამენტის მიერ დამოწმებული საპენსიო მოწმობების ნიმუშების მიხედვით“, თანახმად № 4, 5, 6, 7 დანართებისა.

გ) ამავე თავს 51 პუნქტად დაემატოს შემდეგი რედაქციის პუნქტი:

„51. ინვალიდი ბავშვების კუთვნილი საანაბრო ანგარიშებიდან ან მშობლის (მეურვის) საანაბრო ანგარიშებიდან ინდექსირებული თანხის გაცემა მოხდეს მომსახურე ბანკში ინვალიდობის მოწმობის, ბავშვის დაბადების მოწმობისა და მშობლის (მეურვის) პასპორტის ან საქართველოს მოქალაქის მოწმობის წარდგენის საფუძველზე“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი                                                                  დავით ონოფრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია