“საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურესა და მისის ოჯახის წევრთა პირველადი მოწყობის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-02
სარეგისტრაციო კოდი
480.040.050.22.030.008.075
“საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურესა და მისის ოჯახის წევრთა პირველადი მოწყობის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.050.22.030.008.075

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №28

2006 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრთა პირველადი მოწყობის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრთა პირველადი მოწყობის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №28 ბრძანების (სსმ III, 2005 წ., №20, მუხ. 197) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვროს ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების სადღეღამისო ნორმების ორმოცდაათმაგი ოდენობით.”.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია