საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს
ბრძანება №1-3/25
1998 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
„ფულის სპეციალიზებული აუქციონის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 30.12.97წ. №1-3/867 ბრძანების №1 დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
პრივატიზების პროცესის ორგანიზებულად წარმართვისა და ფულის სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების ტექნიკურ მხარეთა უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნას ცვლილებები „ფულის სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების შესახებ“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 30.12.97წ. 1-3/867 ბრძანების დანართი №1-ში და დებულების 4.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ყოველ 14 აშშ. დოლარის ექვივალენტურ ლარზე გასაცემი აქციების მაქსიმალური რაოდენობა 1,46 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების აქციებისათვის განისაზღვრება 9,576 აქციით, 1 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების აქციებისათვის - 14 აქციით, 1 ლარის ნომინალური ღირებულების აქციებისათვის - 18,2 აქციით. აგრეთვე IX პუნქტიც ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: აუქციონში მონაწილეებზე გასაცემი აქციების რაოდენობა დგინდება შემდეგი ფორმულით:
A1=K1*KA/14 სადაც:
Al - მონაწილეზე გასაცემი აქციების რაოდენობაა, რომელიც ტოლია მიღებული რიცხვის მთელი ნაწილის;
KA - აუქციონის კურსი (აქციების ის რაოდენობა, რომელიც უნდა გაიცეს ყოველ 14 აშშ დოლარის ეkვივალენტურ ლარზე), იანგარიშება გასაყიდად გამოტანილი აქციების რაოდენობის 14-ზე გამრავლებით და შემოსული თანხების საერთო ჯამზე გაყოფით.
K1 - კოეფიციენტი (განაცხადში მითითებული გადახდილი თანხა, დაფიქსირებული აშშ დოლარებში).
2. დაევალოს სამინისტროს იურიდიულ სამმართველოს (ბ-ნი გ. ნიშნიანიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების სარეგისტრაციო კოდის მინიჭებისათვის იუსტიციის სამინისტროში წარდგენა არსებული წესის შესაბამისად.
3. საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველომ (ბ-ნი რ. ოქრუაშვილი) იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ უზრუნველყოს ბრძანებისა და თანდართული დებულების გამოქვეყნება პრესაში.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ე. ჯუღელს.
მინისტრის პირველი მოადგილე ე. ჯუღელი