„საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1998 წლის 9 სექტემბრის №56 ბრძანებაში „იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება“ ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
92
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი
მიღების თარიღი
1999-12-30
გამოქვეყნების თარიღი
1999-12-30
სარეგისტრაციო კოდი
100012004.00(0).000.000025
„საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1998 წლის 9 სექტემბრის №56 ბრძანებაში „იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო

ბრძანება №92

1999 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1998 წლის 9 სექტემბრის №56 ბრძანებაში „იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 ოქტომბრის №583 ბრძანებულების „ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №95 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანახმად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1998 წლის 9 სექტემბრის №56 ბრძანებაში ,,იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჰაერო მოძრაობის სადისპეტჩერო მომსახურება მარშრუტზე“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი                                                                                      ვ. პაპავა

კრებსითი — სრული ვერსია