„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
47
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2000-02-17
გამოქვეყნების თარიღი
2000-02-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №47

2000 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობის მე­ქა­ნიზ­მის სრულყოფისათვის, ქვეყნისათვის სტრატეგიული ობიექტების პრივატიზების ან/და გრძელვადიანი მართვის უფლებით აქციების გადაცემისას სახელმწიფო ინტერესებისა და სახელმწიფო ქონების დაცვის მიზნით, საინვესტიციო პროგრამის განსახორციელებლად ინვესტორების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის სა­ხელ­­მწიფოს მხრიდან კონტროლის გასაძლიერებლად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკი­ცებულ დებულებაში და მე-7 თავს დაემატოს შემდეგი წინადადება:

„სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარტამენტი“.

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარ­ტამენტის შექმნასთან დაკავშირებით და სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურის სრულყოფისათვის სამინისტროს ცენტრა­ლური აპარატის საბიუჯეტო დაფინანსებაზე არსებულ საშტატო რიცხოვნებას დაემატოს 6 (ექვსი) საშტატო ერთეული (ოთხი ერთეული სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარტამენტისათვის, ორი ერთეული  –  იურიდიული დეპარ­ტამენტისათვის) და მათი დაფინანსება მოხდეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია