საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №325
1999 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში და მე-7 თავს დაემატოს შემდეგი რედაქციის წინადადება:
„საწარმოების ლიკვიდაციისა და აქტივების პრივატიზების დეპარტამენტი“.
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში საწარმოების ლიკვიდაციისა და აქტივების პრივატიზების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბიუჯეტო დაფინანსებაზე არსებულ საშტატო რიცხოვნობას დაემატოს 4 (ოთხი) საშტატო ერთეული და მათი დაფინანსება მოხდეს საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ე. შევარდნაძე