საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №492
1999 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების თაობაზე
1. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების მე-7 თავში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
სიტყვები: „სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი“ შეიცვალოს სიტყვებით „იურიდიული დეპარტამენტი“.
2. საქართველოს სახელმწიფო მართვის სამინისტრომ ორ თვეში შეიმუშავოს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაამტკიცოს სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწესდებო კაპიტალის 50 პროცენტზე მეტი) შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულება.
ე. შევარდნაძე