„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის № 487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
525
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-09-13
გამოქვეყნების თარიღი
1998-09-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის № 487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №525

1998 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის № 487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულებაში და მე-7 თავი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი;

ფინანსების, ანალიზისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;

სამრეწველო საწარმოთა პრივატიზებისა და რესტრუქტურიზების დეპარტამენტი;

ინფრასტრუქტურისა სოციალური სფეროს საწარმოთა პრივატიზებისა და რესტრუქტურიზების დეპარტამენტი;

უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტი;

საწარმოებში სახელმწიფო წილის, აქციების აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტი;

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი. 

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია