საქართველოს რკინიგზის 1997 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება №73
1997 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს რკინიგზის 1997 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს რკინიგზაზე დამატებითი ტვირთების მოზიდვის სტიმულირების მიზნით ვბრძანებ:
საქართველოს რკინიგზაზე ერთი ტვირთმფლობელის მიერ 500 000 ტ-ზე მეტი ტვირთის გადაზიდვისას დაწესდეს ფასდაკლება საბაზისო ტარიფის მიმართ 10 პროცენტის (ათი პროცენტის) ოდენობით.
ფასდაკლების გადაანგარიშება მოხდეს ტვირთის ზემოაღნიშნული მოცულობის სრული გადაზიდვის შემდეგ.
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი მ. ადეიშვილი