საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №326 1999 წლის 16 მაისი ქ. თბილისი |
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 მარტის №122 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 მარტის №122 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. III თავის 8-25 მუხლები, ნაცვლად არსებულისა, შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. სამინისტროს სისტემა სამინისტროს სისტემაში შედის: ა) ცენტრალური აპარატი: – დეპარტამენტები: გენერალური სამდივნო; მინისტრის სამდივნო; ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის; აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების; I ევროპული; II ევროპული; რუსეთის; ევროკავშირთან ურთიერთობის; იუნესკოს საქმეთა და საერთაშორისო-ჰუმანიტარულ ურთიერთობათა; კულტურისა და პარტნიორული ურთიერთობის; საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციის; საზოგადოებასთან ურთიერთობის; სამხედრო-პოლიტიკური; საერთაშორისო-ეკონომიკურ ურთიერთობათა; საერთაშორისო ორგანიზაციების; საერთაშორისო-სამართლებრივი; საკონსულო; დიპლომატიური პროტოკოლის; კადრებთან მუშაობის; საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის; – სამმართველოები: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის; საქართველოს რეგიონების საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინაციისა და ანალიზის; – საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი; ბ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები _ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან არსებული საქართველოს წარმომადგენლობები, მისიები; გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები საქართველოს ტერიტორიაზე; დ) სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებები, ორგანიზაციები და საწარმოები (შემდგომში - დაქვემდებარებული ორგანიზაციები), რომლებიც შექმნილია სამინისტროს საქმიანობის უზრუნველსაყოფად. მუხლი 9. დეპარტამენტი - გენერალური სამდივნო 1. დეპარტამენტი-გენერალური სამდივნო წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს შიდა სამსახურის მართვას და სამინისტროს ქვედანაყოფებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შორის საქმიანობის კოორდინაციას. 2. გენერალური სამდივნო პასუხისმგებელია: ა) სამინისტროში ორგანიზაციულ-ოპერატიული მუშაობის, სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგნლობებში ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფისათვის; ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებიდან და საქართველოს საელჩოებიდან მიღებული დოკუმენტების შესრულების კონტროლისათვის; გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის ანალიზისა და მონიტორინგის განხორციელებისათვის; დ) სამინისტროს თანამშრომელთა მივლინებებისა და ზოგადი ხასიათის ბრძანებების მომზადებისათვის. 3. გენერალური სამდივნოს ძირითადი ამოცანებია: ა) მაღალპროფესიული, საკადრო საგარეო-პოლიტიკური სამსახურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ბ) სამინისტროს ქვედანაყოფების მუშაობის კოორდინაცია, ორგანიზაციულ-ოპერატიული მუშაობის სრულყოფა, აპარატის შიდა სამსახურის მართვა; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, გადაწყვეტილებებისა და დავალებების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილეების დავალებების შესრულების კონტროლი; დ) აპარატის ქვედანაყოფების, აგრეთვე საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებთან სამინისტროს მუშაობის კოორდინაცია; ე) სამინისტროში შემოსული ყველა სახის კორესპონდენციის სწრაფი დამუშავება, მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და უშუალო შემსრულებლებისათვის; ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფა და მისი დაცვა; ვ) საქართველოს მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე სამინისტროს მიერ წარსადგენ საკითხთა დადგენილ ვადებში მომზადების კოორდინაცია; ზ) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებიდან და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების ანალიზი, მონიტორინგი და კონტროლი; თ) საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტისთვის; ი) საერთაშორისო-სამართლებრივ დეპარტამენტთან ერთად საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება; კ) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების მოწყობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ლ) საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობის წესების დაცვის კონტროლი და ამ მიმართებით საქმიანობის სრულყოფა; მ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან კავშირის სისტემის (დიპლომატიური ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, საფაქსო კავშირი) სრულყოფა; ნ) სამინისტროში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში კონკრეტული დანიშნულების თანამედროვე პროგრამების შექმნა და მათი ინსტალაციის უზრუნველყოფა; ო) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში უცხო ენაზე მომზადებული საზღვარგარეთ გასაგზავნი დოკუმენტების თარგმანის შემოწმება და ვიზირება; პ) ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სისტემატური სამუშაო შეხვედრების მოწყობა; ჟ) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტური მასალების მიღება, აღრიცხვა და შენახვა, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტების დაცვისა და საქმეთა გაფორმების სისწორის კონტროლი, საქმეთა ნომენკლატურების შედგენაში მონაწილეობა და დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად, საქმეების ფორმირების სისწორის შემოწმება; რ) საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმებასა და შესრულებაზე საერთო ზედამხედველობა. მუხლი 10. დეპარტამენტი – მინისტრის სამდივნო 1. მინისტრის სამდივნო სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის დავალებით უფლებამოსილია სამინისტროს დეპარტამენტებისაგან, სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობებისაგან და სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტი, მასალა და ინფორმაცია. 2. მინისტრის სამდივნო ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ოპერატიულ ინფორმირებას მინისტრის მიერ სიტყვიერი, ან დოკუმენტის სახით მიღებული იმ გადაწყვეტილებების თაობაზე, რომელთა ასახვაც არ ხდება მინისტრის ბრძანებებში; 3. მინისტრის სამდივნოს ამოცანებია: ა) მინისტრის სამუშაო გრაფიკის (ყოველთვიური, ყოველკვირეული და ყოველდღიური) შედგენა და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) მინისტრის მისაღების მუშაობის ორგანიზება; გ) მინისტრის მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება; დ) მინისტრის ფოსტის დამუშავება და აღმასრულებელი სამდივნოს დეპარტამენტის საშუალებით დავალებების შემსრულებლებისათვის მიწოდება; ე) მინისტრის მიერ სხვადასხვა რანგის სტუმრების მიღების ორგანიზება; ვ) მინისტრის სიტყვიერი (ზეპირი) დავალებების აღრიცხვა და მათი შესრულების კონტროლი; მინისტრისათვის საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის სისტემატიზება და წარდგენა; ზ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სპეციალურ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება; თ) მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებისათვის საჭირო ანოტაციების, საცნობარო და ანალიტიკური მასალის მომზადება; ი) მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიების სხდომების მომზადება და ოქმების შედგენა, კომისიების გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი; კ) მინისტრის მონაწილეობით შექმნილი კომისიებისთვის საჭირო მასალების მომზადება; ლ) მინისტრის საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების ორგანიზაციული მომზადება. მუხლი 11. ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტი 1. ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კორექტირების შესახებ; 2. ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობის კოორდინაცია; ბ) ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა; გ) ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა; დ) ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებისა და მთავრობათა წარმომადგენლების საქართველოში ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით დოკუმენტების (ანალიზური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები) მომზადება; ე) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება. მუხლი 12. აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი 1. აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც სისტემატურად აწარმოებს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარების ანალიზს; 2.აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ამ ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; ბ) აღნიშნულ რეგიონში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობის კოორდინაცია; გ) აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა; დ) საქართველოში აკრედიტებულ აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ინტენსიური თანამშრომლობა და სისტემატური კონსულტაციები. მუხლი 13. I ევროპული დეპარტამენტი 1. I ევროპული დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს მათ მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კორექტირების შესახებ; 2. I ევროპული დეპარტამენტის ამოცანებია: ა) დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობის კოორდინაცია; ბ) დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და თურქეთის რესპუბლიკის საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა; გ) დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა; დ) დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოთა მეთაურებისა და მთავრობათა წარმომადგენლების საქართველოში ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით დოკუმენტების (ანალიზური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები) მომზადება. ე) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება. მუხლი 14. II ევროპული დეპარტამენტი 1. II ევროპული დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კორექტირების შესახებ; 2. II ევროპული დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობის კოორდინაცია; ბ) ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა; გ) ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა; დ) ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებისა და მთავრობათა წარმომადგენლების საქართველოში ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით დოკუმენტების (ანალიზური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები) მომზადება; ე) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება. მუხლი 15. რუსეთის დეპარტამენტი 1. რუსეთის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კორექტირების შესახებ; 2. რუსეთის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მუშაობის კოორდინაცია; ბ) საქართველოში რუსეთის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან აქტიური თანამშრომლობა; გ) რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა; დ) რუსეთის ფედერაციის სუბიექტებთან თანამშრომლობა; ე) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს მეთაურისა და მთავრობის წარმომადგენლების საქართველოში ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით დოკუმენტების (ანალიზური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები) მომზადება. ვ) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება. მუხლი 16. ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტი 1. ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას, როგორც ევროკავშირთან, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად; 2.ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება; ბ) ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რეალიზაციის ხელშეწყობა; გ) ევროკავშირთან თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში ეფექტიანი და მიზანმიმართული მუშაობის უზრუნველყოფა; დ) საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან აუცილებელი ჰარმონიზაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 2 სექტემბრის N828-I დადგენილებისა და მაასტრიხის მე-100 ა) პუნქტის მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობა; ე) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და საქართველოს დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების უზრუნველყოფა ევროკავშირში მიმდინარე პროცესების ანალიზით, სტატისტიკური და სხვა სახის საინფორმაციო მასალებით; ვ) ევროკავშირთან არსებულ საქართველოს წარმომადგენლობასთან, აგრეთვე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მჭიდროდ თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა; ზ) საქართველოს ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტებიდან გამომდინარე და სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტების, აგრეთვე ტექნიკური, ჰუმანიტარული და სხვა სახის პროგრამების რეალიზაციის ხელშეწყობა, მონიტორინგი და ამ პროექტებისა და პროგრამების რეალიზაციის მიზნით შექმნილ სააგენტოებთან მჭიდრო თანამშრომლობა ინფორმაციის მიღებისა და ამ მიმართულებით წინადადებების მომზადებისათვის. მუხლი 17. იუნესკოს საქმეთა და საერთაშორისო-ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტი 1. იუნესკოს საქმეთა და საერთაშორისო-ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას იუნესკოსა და საერთაშორისო-ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად; 2. იუნესკოს საქმეთა და საერთაშორისო-ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ამოცანებია: ა) იუნესკოსთან მჭიდროდ თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა იუნესკოში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით. ბ) საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სისტემაში შემავალ სხვადასხვა უწყებათა და ორგანიზაციათა ურთიერთობების კოორდინირება, იუნესკოსთან სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელების მიზნით; გ) საერთაშორისო-ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქართველოსთან ურთიერთობების ხელშეწყობა. მუხლი 18. კულტურისა და პარტნიორულ ურთიერთობათა დეპარტამანტი 1. კულტურისა და პარტნიორულ ურთიერთობათა დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა პარტნიორულ ურთიერთობათა სფეროში საქართველოს საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია; 2. კულტურისა და პარტნიორულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ამოცანებია: ა) კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სტრატეგიის შემუშავება და თანამშრომლობის გააქტიურება, როგორც საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებთან, ისე საქართველოს უახლოეს მეზობლებთან; ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დღეების მოწყობაში, კონფერენციების, გამოფენების, სემინარების გამართვაში სამინისტროს საზღვარგარეთ არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საქართველოს შესაბამისი სამინისტროების მუშაობის კოორდინაცია ქართული კულტურის, მეცნიერების, ინტელექტუალური და სამრეწველო-სამეურნეო პოტენციალის უკეთ წარმოჩენის მიზნით; გ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე სპეციალისტების სტაჟირებების, შემოქმედებითი ახალგაზრდობის მივლინებების ხელშეწყობა საზღვარგარეთის ქვეყნების სამეცნიერო, სასწავლო დაწესებულებებსა და ხელოვნების ცენტრებში; დ) საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან უცხოეთის სხვადასხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დასახულ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მიზანმიმართული მუშაობა და სისტემატური კონსულტაციები; ე) ღონისძიებების განხორციელება და კოორდინაცია, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს გაწევრიანებას საერთაშორისო ორგანიზაციებში; ვ) კულტურის, განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვის, ტურიზმის, სპორტისა და პარტნიორული ურთიერთობების სფეროებში ხელშეკრულებების, შეთანხმებების, დეკლარაციების და სხვა დოკუმენტების პროექტების შემუშავება და განსახილველად მომზადება შესაბამის სამინისტროებთან ერთად; აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; ზ) სამინისტროს საზღვარგარეთ არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების კოორდინაცია. მუხლი 19. საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციის დეპარტამენტი 1. საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო დონეზე განახორციელოს საგარეო პოლიტიკა; 2. საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სისტემატური მეთვალყურეობა; ბ) საქართველოს საელჩოებისათვის ინფორმაციის სისტემატური მიწოდება; გ) საქართველოს საელჩოების პრესატაშატის მუშაობის კოორდინაცია; დ) სამინისტროს საინფორმაციო ნაკადების, სამინისტროს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გავრცელების კოორდინაცია; ე) მომხმარებლისათვის ორიენტირებული ფორმით სისტემატიზაციისათვის ინფორმაციის დამუშავება; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინირებით საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული კურსისა და პრიორიტეტების შესახებ წინადადებების, რეკომენდაციებისა და საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება; ზ) საჭიროებისამებრ და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მოპოვებული ინფორმაციის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება; თ) საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებისა და უცხოეთის საინფორმაციო სააგენტოებისათვის საგარეო-პოლიტიკურ სფეროში ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მუხლი 20. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამინისტროს ხელმძღვანელობას საზოგადოებასთან ურთიერთობის სათანადო დონეზე განხორციელებაში; 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) მსოფლიში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და მათში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობის თაობაზე სამინისტროს და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის შესახებ პრესისა და სხვა საინფორმაციო საშუალებებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება; ბ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საინფორმაციო სააგენტოების ინფორმირება საგარეო პოლიტიკის სფეროს საქმიანობასა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ; გ) სამინისტროსთან ჟურნალისტთა აკრედიტაცია; დ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ჟურნალისტთა შეხვედრების ორგანიზება; ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სამინიტროს და პრესსამსახურის განცხადებებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ქართული პრესის მიმოხილვის მომზადება; ზ) საქმიანი ურთიერთობების დამყარება სხვა სახელისუფლებო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან და მათთან ინფორმაციის გაცვლა; თ) ინტერნეტის ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონული გვერდის „ვებსაითის“ ინფორმაციული უზრუნველყოფა და „ვებსაითის“ ადმინისტრაციის რეგლამენტით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება; ი) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის სახელმწიფოების საელჩოებთან თანამშრომლობა და მათთან ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება. მუხლი 21. სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი 1. სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის მუშაობის მიმართულებები მოიცავს სამხედრო-პოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრს და ამ სფეროში სამინისტროს საქმიანობისა და თანამშრომლობის კოორდინაციას; 2. სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ნატოსთან („პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში) და ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოსთან საქართველოს აქტიური მონაწილეობისათვის მიზანმიმართული საქმიანობის განხორციელება. ბ) განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებზე და ამ სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად წინადადებებისა და მოსაზრებების შემუშავება; გ) სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში დსთ-ს წევრ და სხვა ქვეყნებთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საფუძველზე მჭიდროდ თანამშრომლობა. მუხლი 22. საერთაშორისო-ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი 1. საერთაშორისო-ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის ძირითადი ფუნქციაა საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან ერთად უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების კოორდინაცია, ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე საქართველოს საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა ერთიანი კურსის განსახორციელებლად. 2. საერთაშორისო - ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ამოცანებია: ა) მრავალმხრივ და გლობალურ საკითხებზე არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საქართველოს საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ბ) საზღვარგარეთის სახელმწიფოთა მთავრობებთან, საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების გამართვა დადგენილი წესით; გ) საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით და საექსპერტო დასკვნების საფუძველზე მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმართვა; დ) საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებელი კანონპროექტების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ წინადადებების მომზადება და სათანადო ორგანოებში წარდგენა; ე) უცხოეთის სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური, ფინანსური და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების გაფართოების მიზნით კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის შექმნისა და განვითარების მიზნით აზია, ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შესაბამისი პოლიტიკის გასატარებლად წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ზ) საერთაშორისი ასპარეზზე აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინირებული მოქმედების გეგმის შესამუშავებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინადადებებისა და რეკონმენდაციების მომზადება, საერთაშორისო-სატრანსპორტო და საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ერთიანი საგარეო კურსის გატარების მიზნით; თ) TRACECA-ს პროექტის, ნავთობსადენისა და გაზსადენის და სხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების ორგვლივ მიმდინარე პროცესების შესწავლა და გაანალიზება; სათანადოდ დასაბუთებული წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების სამინისტროსათვის წარდგენა საქართველოს საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით; ი) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების მონაწილე ქვეყნებთან ურთიერთკავშირის დამყარებისა და პან-ევროპული სატრანსპორტო დერეფნის (PETRA) გაფართოების ღონისძიებებისათვის ხელშეწყობა; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა საინვესტიციო, სატრანსპორტო და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში, შეხვედრებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში; ლ) მრავალმხრივი ხელშეკრულებების გაფორმების მიზანშეწონილობის განხილვა და დაინტერესებულ უწყებებთან ერთად ხელშეკრელებების პროექტების შემუშავება; მ) დონორ სახელმწიფოებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების მიმართულებების შემუშავება არსებული პოტენციალის უფრო სრულად გამოყენების მიზნით; ნ) ძირითად ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე, საერთაშორისო-ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა პრობლემატიკის, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებისა და რეალიზაციის გზების ძიების მიმართულებით ანალიტიკური მასალების მომზადება; ო) სუამის ეკონომიკური პრობლემატიკის ანალიზი და შესაბამისი წინადადებების შემუშავება; პ) პრიორიტეტულ ეკონომიკურ და ფინანსურ ორგანიზაციებთან საქართველოს საწევრო დავალიანებების დაფარვის უზრუნველყოფა ფინანსთა სამინისტროსთან საბოლოო შეთანხმების საფუძველზე; ჟ) საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების და სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროებსა და უწყებებთან მჭიდრო ურთიერთობით საერთაშორისო-ეკონომიკურ და ფინანსურ ორგანიზაციებთან საქართველოს თანამშრომლობის კოორდინაცია; რ) საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება იმ სამინისტროებთან და უწყებებთან, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ამ საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; ს) საერთაშორისო მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მსო) ქვეყნის ინტეგრირებაში მონაწილეობა. ამ მხრივ დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებებისათვის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციის გაწევა და მათთვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობით საექსპერტო დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; ტ) BSEC-თან მიმართებაში სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობის კოორდინირება და სრულყოფა. მუხლი 23. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი 1. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად; 2. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა; სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; გ) საქართველოს ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტებიდან, გაეროსა და ეუთოსთან ურთიერთობების საკვანძო მიმართულებებიდან გამომდინარე, აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა და ამ მიმართულებით სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია. მუხლი 24. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი 1. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და ევროპის საბჭოსთან სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა პოლიტიკის წარმართვა; 2. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა უწყებების საქმიანობის კოორდინაცია; გ) საქართველოს სახელით დადებული ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების აღრიცხვა და სისტემატიზაცია; დ) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე წინადადებების წარდგენა; ე) საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოება; ვ) წარმომადგენლობდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში; ზ) საერთაშორისო-სამართლებრივ საკითხებზე მოწყობილ სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა; თ) ევროპის საბჭოდან მიღებული მასალების შესწავლა და ანალიზი; ი) ევროპის საბჭოს ინფორმირება საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის მიმდინარეობის შესახებ; კ) რეკომენდაციების შემუშავება ევროპის საბჭოს მიმართ საქართველოს სამართლებრივი პოლიტიკის წარმართვის საკითხებზე; ლ) ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის ყოველწლიური თანამშრომლობის პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების ზედამხედველობა; მ) თანამშრომლობა ევროპის საბჭოს სამართლებრივ და ადამიანის უფლებათა დირექტორატთან, მონაწილეობა ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედი და დროებითი ორგანოების მუშაობაში; ნ) ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა; ო) ევროპის საბჭოს ეგიდით მიღებული კონვენციების შესრულების ზედამხედველობა და რეკომენდაციების შემუშავება ევროპის საბჭოს კონვენციების შესრულების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით; პ) ევროპის საბჭოს ეგიდით საქართველოს სამინისტროებისა და სხვა უწყებების კოორდინაცია, როგორც სახელშეკრულებო, ისე პოლიტიკური ვალდებულებების შესრულების მიზნით; ჟ) საქართველოს სამინისტროებისა და სხვა უწყებების საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა ევროპის საბჭოსთან დაკავშირებით; რ) ევროპის საბჭოს კონვენციებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა; ს) საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ინფორმირება ევროპის საბჭოს კონვენციების მიმართ შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების გატარების შესახებ; ტ) ევროპის საბჭოს ექსპერტთა ვიზიტების მომზადება, მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება და შედეგების შეჯამება; უ) სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად ახორციელებს: – ევროპის საბჭოს ინფორმირებას საქართველოში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების პროცესების შესახებ; – ევროპის საბჭოსათვის ინფორმაციის მიწოდებას საქართველოში რეგიონალური პოლიტიკისა და რეგიონების საგარეო ურთიერთობათა შესახებ; – საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ევროპის საბჭოს რეგიონალური სტრუქტურებისათვის; – ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესთან თანამშრომლობას; – ევროპის საბჭოს კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობას; – ევროპის საბჭოს კულტურის კომიტეტის ეგიდით მოწყობილ ორმხრივ და მრავალმხრივ ღონისძიებებში მონაწილეობას; – ევროპის საბჭოს კულტურის კომიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ქვეკომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას; – ევროპის საბჭოს განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტებთან თანამშრომლობას; – კულტურის სფეროში ევროპის საბჭოს კონვენციების შესრულების კონტროლსა და საქართველოს სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობას. მუხლი 25. საკონსულო დეპარტამენტი 1. საკონსულო დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს საგარეო ურთიერთკავშირების საკონსულო უზრუნველყოფას; 2. საკონსულო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს საკონსულო მომსახურების გაუმჯობესების პრაქტიკული გზების ძიება; ბ) საქართველოს საკონსულო პოლიტიკის სფეროში წინადადებების შემუშავება; გ) საქართველოს, მისი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა საზღვარგარეთ; დ) საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა გაღრმავება სხვა ქვეყნებთან, მათთან სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის განმტკიცება; ე) საკონსულო საკითხებთან დაკავშირებული კონვენციებისა და საერთაშორისო შეთანხმებების პროექტთა შემუშავება, შეთანხმება და მოლაპარაკებათა წარმოება; ვ) საკონსულო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კონცეპტუალური წინადადებების შემუშავება; ზ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობების შესწავლა და ამ ურთიერთობათა განვითარებისა და სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება; თ) საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული იმ შეთანხმებების პირობების შესრულების კონტროლი, რომელთა მონაწილეც საქართველოა; ი) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების გახსნის შესახებ წინადადებების შემუშავება; კ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებში არსებული საქართველოს საკონსულო სამსახურების საქმიანობისადმი საერთო ხელმძღვანელობის განხორციელება; ლ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტთან ერთად საქართველოს სახელმწიფოს საზღვარზე არსებულ სასაზღვრო საკონტროლო-გამტარ პუნქტებში საკონსულო-სავიზო სამსახურების გახსნასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ამ სამსახურების საქმიანობის კონტროლი; მ) საქართველოს საპატიო კონსულთა ინსტიტუტის საკონსულო პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; ნ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმოება; ო) საზღვარგარეთის სახელმწიფოებში არსებული საქართველოს საკონსულო სამსახურების სისტემატური უზრუნველყოფა საქართველოს ნორმატიული აქტებით და მათი განუხრელი დაცვის კონტროლი; პ) საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფოებში არსებული საქართველოს საკონსულო სამსახურების მიერ საკონსულო ტარიფების შესახებ არსებული კანონმდებლობის ცვლილებების თაობაზე წინადადებების შემუშავება, საკონსულო ტარიფებით გათვალისწინებული მოსაკრებლის აღებასთან დაკავშირებით ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება და მისი კონტროლი; ჟ) საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გაცემა; რ) საზღვარგარეთ დროებით და მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისათვის პირადობის, რეგისტრაციის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა; ს) საზღვარგარეთის სახელმწიფოებში არსებული საქართველოს საკონსულო სამსახურების მიერ საქართველოს მოქალაქებისათვის პირადობის, რეგისტრაციის მოწმობებისა და პასპორტების გაცემისათვის შესაბამისი საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება და მათი გაცემის სისწორისათვის სისტემატური კონტროლის დაწესება; ტ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის, რეგისტრაციის მოწმობისა და პასპორტის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის სათანადო დამუშავება, მისი შესაბამის ორგანოებთან შეთანხმება და საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისათვის დროული მიწოდება; უ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საქართველოს მოქალაქის სამშობლოში დასაბრუნებელი მოწმობების გაცემასთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებთან სათანადო სამუშაოების ოპერატიული განხორციელება, მოწმობების გაცემაზე კონტროლის დაწესება; ფ) საქართველოს საკონსულო სამსახურების მიერ საქართველოს ვიზების გაცემის სისწორისა და სავიზო ბარათების აღრიცხვიანობის მკაცრი კონტროლის დაწესება. მრავალჯერადი ვიზების გაცემასთან დაკავშირებული საკითხების კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმება; ქ) საკონსულო მოსაკრებლებისა და საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების აკრეფა-აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციების მომზადება, აგრეთვე ამ სფეროში ნაცვალგების პრინციპის დასაცავად შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ღ) საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელება და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით სამართლებრივი ბაზის სრულყოფა; ყ) საბუთების გამოთხოვასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფა, ამ სფეროში ერთიანი მექანიზმის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“. 2. დებულების III თავს დაემატოს შემდეგი რედაქციის 26-32 მუხლები: მუხლი 26. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი 1. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საქართველოში უმაღლესი დონის სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციების ვიზიტების მომზადებაში; 2. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების, ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების, აგრეთვე, საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება; ბ) საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლების რეგისტრაციისა და აკრედიტაციის წარმოება; გ) დიპლომატიური, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირების საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, უცხოელი დიპლომატების იმუნიტეტებისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი; დ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების მიერ რწმუნების სიგელის გადაცემის ცერემონიის გამართვის ორგანიზება; ე) საქართველოს ელჩის დანიშვნისათვის აგრემანის მოთხოვნა და საქართველოს ელჩისათვის რწმუნების სიგელის დამზადების უზრუნველყოფა; ვ) საქართველოს ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობის უზრუნველყოფა; ზ) საჭიროების მიხედვით დიპლომატიური, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე წამოჭრილი სხვადასხვა ოპერატიული პრობლემების გადაწყვეტა; მუხლი 27. კადრებთან მუშაობის დეპარტამენტი 1. კადრებთან მუშაობის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელებას; 2. კადრებთან მუშაობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით წინადადებათა მომზადება, თანამშრომელთა შერჩევა და მათი კანდიდატურების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ბ) სამინისტროს კადრების შერჩევა, მომზადება და დაწინაურება; გ) დიპლომატიური რანგების მინიჭების წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა; დ) დიპლომატიური კადრების როტაციის გეგმის შემუშავება და მისი თანმიმდევრული განხორციელება; ე) დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა; ვ) სამინისტროს საკადრო რეზერვის შექმნა; ზ) სამინისტროს შრომითი დისციპლინის სისტემატური კონტროლი. მუხლი 28. საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის დეპარტამენტი 1. საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა სამინისტროს სისტემის ფინანსური უზრუნველყოფა და საზღვარგარეთ სამინისტროს ქონების მართვის ორგანიზაცია. 2. საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირება და მისი შეთანხმება შესაბამის სამინისტროებთან კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) დადგენილებების პროექტებისა და ხარჯთა ნუსხების მომზადება სამინისტროს ახლადგახსნილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის და არსებული წესის მიხედვით მათი შეთანხმება ფინანსთა სამინისტროსა და ზემდგომ ორგანოებთან; გ) სამინისტროს საზღვარგარეთ არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საფინანსო-საბიუჯეტო დისციპლინისათვის თვალყურის დევნება; დ) შესაბამისი სამუშაოების განხორციელება საზღვარგარეთ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების გახსნასა და მოწყობასთან დაკავშირებით ხარჯთა ნუსხის შედგენისა და სხვა საფინანსო-ეკონომიკური საკითხების გადასაწყვეტად; ე) საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშების მიღება სამინისტროს საზღვარგარეთ არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან და ფინანსთა სამინისტროსათვის ნაერთი დოკუმენტების წარდგენა; ვ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი დანიშნულებით ხარჯვის კონტროლის განხორციელება; ზ) ბრძანებების, ინსტრუქციებისა და დებულებების პროექტების მომზადება სამინისტროს საზღვარგარეთ არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის თაობაზე და მათი დასამტკიცებლად წარდგენა; თ) უფლებამოსილების ფარგლებში მოლაპარაკების წარმოება შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ფირმებსა და სხვა ქვეყნის კომპანიებთან სამინისტროს საზღვარგარეთ არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის შენობებისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვის ან არენდით აღების, აგრეთვე მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ; ი) საზღვარგარეთ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების წინადადებათა გათვალისწინებით კაპიტალური მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის, უძრავი ქონების შეძენის, საპროექტო-საძიებო სამუშაოების პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების პროექტების შემუშავება; კ) დაინტერესებულ სამინისტროებსა და თბილისის მერიასთან ერთად უცხოეთის სახელმწიფოებთან ნაცვალგების საფუძველზე მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობების გადაცემისა და ახალი ობიექტების მშენებლობის შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმებათა პროექტების მომზადება; ლ) დადგენილ ვადებში იმ შეთანხმებების, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფა, რომელთა საკითხებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება; მ) კაპიტალური მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის გეგმების შესრულების მიზნით სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის კონტროლისა და პრაქტიკული დახმარების გაწევა; ნ) სამინისტროს ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციის, კაპიტალური რემონტისა და ექსპლუატაციისათვის დაფინანსების წყაროებისა და წლიურ ასიგნებათა მოცულობების განსაზღვრის თაობაზე წინადადებების მომზადება, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროში სახარჯთაღრიცხვო განაცხადების განხილვასა და შეთანხმებებში მონაწილეობა; ო) საპროექტო ორგანიზაციებთან ერთად საპროექტო დავალებების დამუშავება, საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხიანი და დროული გამოშვების ზედამხედველობის განხორციელება; პ) მშენებლობისა და რეკონსტრუქციის საპროექტო დავალებებისა და ესკიზური პროექტების სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის განსახილველად მომზადება მათი შემდგომი განხილვისა და დამტკიცების მიზნით; ჟ) საზღვარგარეთ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების განაცხადით ადგილსამყოფელ ქვეყანაში შენობათა და ნაგებობათა საინჟინრო გამოკვლევების ორგანიზაცია ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ფარგლებში; რ) საზღვარგარეთ ასაშენებელი საქართველოს ობიექტების პროექტების ექსპერტიზა, მათი შეთანხმება დაინტერესებულ უწყებებსა და დაწესებულებებთან და შესაბამისი წინადადებების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის განსახილველად; ს) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დახურვის შემთხვევაში უძრავი ქონების კონსერვაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება; ტ) წინადადებების მომზადება საზღვარგარეთ სამინისტროს მშენებლობადამთავრებული, რეკონსტრუირებული და კაპიტალურად შეკეთებული ობიექტების მიმღები სახელმწიფო და სამუშაო კომისიების საქმიანობის ორგანიზებისათვის; უ) სამინისტროს გენერალურ სამდივნოსთან ერთად საზღვარგარეთ მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობებისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, გამოყენებისა და გასხვისების შესახებ წინადადებების მომზადება; ფ) სამინისტროს ობიექტების კაპიტალური მშენებლობისა და რეკონსტრუქციის წლიური და კვარტალური გეგმების პროექტების შედგენა და მათი დაცვა შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებში; ქ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროში, აგრეთვე ბანკში, სამინისტროს ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, რემონტისა და ექსპლუატაციისათვის დაფინანსების გახსნისათვის აუცილებელი სამუშაოების განხორციელება; ღ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად ტექნიკური და ფინანსური კონტროლის განხორციელება საზღვარგარეთ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტისადმი. მუხლი 29. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი 1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის უშუალო მოვალეობაა სამინისტროს აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; 2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს ფულადი და მატერიალური სახსრების საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება; ბ) ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; გ) ადმინისტრაციულ შენობაში სანიტარიული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ტერიტორიული ორგანოების და დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის შენობა-ნაგებობების პროექტირების, მშენებლობის, მიმდინარე და კაპიტალური რემონტებისა და რეკონსტრუქციების სამუშაოთა ორგანიზება, მათი ტექნიკური ზედამხედველობა; ე) სამინისტროს მიერ შექმნილი საქვეუწყებო ორგანიზაციების მუშაობის ორგანიზება. საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე ამ ორგანიზაციების ლიკვიდაციის, შეერთების ან ახალი ორგანიზაციებისა და საწარმოების შექმნის შესახებ საკითხის დაყენება; ვ) უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო დეპარტამენტთან ერთად სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან მოლაპარაკების წარმოება სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოების განთავსებისა და მათთვის სამუშაო პირობების შესაქმნელად საჭირო ღონისძიებების განხორციელების შესახებ; ზ) სამინისტროს აპარატის თანამშრომლების საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტებისა და მივლინებების უზრუნველყოფა; თ) სამინისტროში საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მიღების დღეებში სტუმართა სამეურნეო უზრუნველყოფა, ხარჯთა ნუსხის შედგენა და გაფორმება; ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ავეჯით, ორგტექნიკით, ინვენტარითა და საკანცელარიო საქონლით უზრუნველყოფა; კ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წყალსადენ-კანალიზაციის, გათბობისა და სხვა საინჟინრო ქსელისა და სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროსათვის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამინისტროს საქმიანობის ამსახველი ჟურნალების, ბიულეტენებისა და სხვა ნაბეჭდი მასალების გამოცემის უზრუნველყოფა; მ) საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა; ნ) საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მკაცრი აღრიცხვის ბლანკების, სავიზო ტალონების (ეტიკეტების) და პასპორტების კანონმდებლობის დაცვით დამზადების უზრუნველყოფა; მათი მოქმედების წესების დაცვით აღრიცხვა და შენახვა. 3. დეპარტამენტი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე საანგარიშო წლის ბოლოს წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიშს და შემდგომი ფუნქციონირებისათვის საჭირო სახსრების განაცხადს. მუხლი 30. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამმართველო 1. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამმართველო სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც ხელს უწყობს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო დონეზე განახორციელოს დსთ-ს საწესდებო ორგანოებთან საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობები; 2. დსთ-ს სამმართველოს ამოცანებია: ა) დსთ-ს აღმასრულებელ სამდივნოსთან და სხვა საწესდებო ორგანოებთან კავშირურთიერთობის განხორციელებისას სისტემატურად ადევნოს თვალყური, შეისწავლოს და გააანალიზოს დსთ-ს საწესდებო ორგანოებში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს სათანადოდ დასაბუთებული წინადადებები, დასკვნები, ცნობები და საინფორმაციო მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ; ბ) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობის მიღება დსთ-ს საწესდებო ორგანოებში განსახილველად მომზადებული მრავალმხრივი შეთანხმებების, კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების შემუშავებაში; წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება ამ პროექტებთან დაკავშირებით; გ) დსთ-ს საწესდებო ორგანოებში საქართველოს წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაცია და მათთან აქტიური თანამშრომლობა; დ) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც დსთ-ს წევრი ქვეყნების მრავალმხრივ ურთიერთობათა სფეროებს განეკუთვნება; ე) დსთ-ს ფარგლებში შექმნილ სხვადასხვა სახის ეკონომიკურ ორგანოებში და მრავალმხრივ შეთანხმებებსა თუ კონვენციებში საქართველოს მონაწილეობის მიმართებით ანალიტიკური ცნობების მომზადება. ამ მხრივ, საქართველოს ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ვ) დსთ-ს სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურთა საბჭოს, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსა და სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური კომიტეტის პრეზიდიუმისა და კოლეგიის სხდომების მომზადება. მუხლი 31. საქართველოს რეგიონების საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინაციისა და ანალიზის სამმართველო 1. საქართველოს რეგიონების საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინაციისა და ანალიზის სამმართველო სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს რეგიონებს საგარეო ურთიერთობათა კოორდინირებული პოლიტიკისა და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში. 2. საქართველოს რეგიონების საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინაციისა და ანალიზის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს რეგიონების საგარეო ურთიერთობათა პრაქტიკის ეფექტიანობის ამაღლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება; ბ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადებისათვის რეკომენდაციების შემუშავება; გ) საქართველოს რეგიონების პერიოდული ინფორმირება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების, საერთაშორისო მდგომარეობისა და საგარეო-ეკონომიკური კავშირების განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ; დ) რეგიონების საერთაშორისო ურთიერთობათა გამოცდილების სისტემატიზაცია, ანალიზი და განზოგადება; ე) სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად საქართველოს რეგიონების უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის ეფექტიანობის შესახებ ანალიტიკური მასალების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო კანცელარიის სათანადო სამსახურებისათვის წარდგენა; ვ) უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი საწარმოების შექმნის პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს რეგიონების ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილობრივი რესურსების ბაზაზე სამრეწველო და სხვა სახის საექსპორტო პროდუქციის წარმოებისათვის ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავება; ზ) ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ ქართულ-უცხოურ საზოგადოებებთან ურთიერთობა. მუხლი 32. საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი 1. სამინისტროს სტრუქტურაში ფუნქციონირებს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი, რომელიც სახელშეკრულებო საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო ორგანოა; 2. ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული კომისია მინისტრის მოადგილის თავმჯდომარეობით; 3. საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური მიზნებისა და პრიორიტეტების შესაბამისად ანალიტიკური მასალებისა და რეკომენდაციების მომზადება; ბ) სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებისა და სემინარების მოწყობა; გ) უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ანალოგიურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება, სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული მივლინებების ორგანიზება; დ) საერთაშორისო თემატიკასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის შექმნა; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წინადადებების შემუშავება სამეცნიერო პროდუქციის შექმნის მიმართულებებსა და კონცეფციებზე; ე) სამინისტროს სახელით მეცნიერ-სპეციალისტებთან ხელშეკრულებების გაფორმება; ვ) სამინისტროს სახელით დაკვეთების მიღება სხვადასხვა სახის სამეცნიერო მასალების მოსამზადებლად. 4. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს სამინისტროს ბიუჯეტის სპეციალური მუხლით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში“. 3. IV თავის 26-ე და 27-ე მუხლები დაინომროს შესაბამისად 33-ე და 34-ე მუხლებად.
ე. შევარდნაძე |