აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
98
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-04-12
გამოქვეყნების თარიღი
2021-10-01
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.10.003.001.042
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №98

2008 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია საშენი მასალებისა და მიწისქვეშა წყლების მოსაპოვებლად.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №168 - სსმ III, №109, 31. 07.2008 წ., მუხ. 1211

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №119 - სსმ III, №49, 28.04.2010 წ., მუხ.720

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება №199 - სსმ III, №89, 21.07.2010 წ., მუხ.1290

2. (ამოღებულია).

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №168 - სსმ III, № 109, 31. 07.2008 წ., მუხ. 1211

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ლიცენზიას გასცემს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №485 – ვებგვერდი, 04.10.2021წ.

31. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ მის მიერ გაცემულ ლიცენზიებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გადასცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №186 - სსმ III, № 133, 09. 09.2008წ., მუხ. 1329

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილება.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი       ვლადიმერ გურგენიძე 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია