“მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
133
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-01-18
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-23
სარეგისტრაციო კოდი
100.070.000.22.027.008.039
“მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.008.039

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №133

2006 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ. №72(79) მუხ.1099) დამტკიცებული ,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების შინაგანაწესის” №1 დანართის მე-10 პუნქტი.

2. ,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების შინაგანაწესის” №2 დანართს დაემატოს მე-20 პუნქტი შემდეგი შინაარსით:

,,20) წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით).”.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია