,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 2 დეკემბრის №1520 ბრძანებაში (სსმ III, №141, მუხ. 1277) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
127
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-01-18
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-20
სარეგისტრაციო კოდი
040.230.000.22.027.008.030
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 2 დეკემბრის №1520 ბრძანებაში (სსმ III, №141, მუხ. 1277) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.22.027.008.030

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №127

2006 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 2 დეკემბრის №1520 ბრძანებაში (სსმ III, №141, მუხ. 1277) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,მ” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დასკვნებს.”.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,გ” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ასრულებს დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსის სხვადასხვა დავალებებს.”.

3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,გ” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ასრულებს დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსის სხვადასხვა დავალებებს.”.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია