„ბიოთეკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №276/ნ და “ბიოთეკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №276/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და ბიოთეკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 20 ნოემბრის №326/ნ ბრძანებაში ცვლილებე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
11/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-01-16
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-26
სარეგისტრაციო კოდი
470.010.000.22.035.008.022
„ბიოთეკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №276/ნ და “ბიოთეკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №276/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და ბიოთეკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 20 ნოემბრის №326/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.22.035.008.022

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №11/ნ

2006 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

,,ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №276/ნ და ,,ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №276/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 20 ნოემბრის №326/ნ ბრძანებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №276/ნ ბრძანების (სსმ III, 2001 წ., №2, მუხ. 15-16) პირველი პუნქტით დამტკიცებული ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საბჭოს პერსონალური შემადგენლობას, მათ შორის, თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს, ამტკიცებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.”.

2. ,,ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №276/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 20 ნოემბრის №326/ნ ბრძანების (სსმ III, 2002 წ., №117, მუხ. 1019) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია