სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.008.043
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №142
2006 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეთა მიღების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 20 მარტის №160 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეთა მიღების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 20 მარტის №160 ბრძანება (სსმ III, 2002 წ., №28 მუხ. 242).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე