“სამშენებლო ნოემრბისა და წესების “მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესის" დამტკიცების შესახებ" საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 9 იანვრის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/21
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-01-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-17
სარეგისტრაციო კოდი
330.010.040.22.024.008.016
“სამშენებლო ნოემრბისა და წესების “მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესის" დამტკიცების შესახებ" საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 9 იანვრის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.010.040.22.024.008.016

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/21

2006 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

,,სამშენებლო ნორმებისა და წესების ,,მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესის” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,სამშენებლო ნორმებისა და წესების ,,მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესის” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №4, მუხ.39) დამტკიცებული ,,სამშენებლო ნორმები და წესები მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესის”:

ა) მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამკვეთი მშენებლობადამთავრებული შენობებისა და ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებაზე განაცხადს წარუდგენს იმ ორგანოს, ვის მიერაც იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა.”;

გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიმღები სახელმწიფო კომისიის შემადგენლობას, მისი მუშაობის დაწყებისა და დამთავრების ვადებს ამტკიცებს ის ორგანო, სადაც მოხდა განაცხადის წარდგინება ექსპლუატაციაში მიღებაზე, ამასთან კომისიის მუშაობის დამთავრების ვადა არ უნდა იყოს განაცხადის შეტანიდან ორ თვეზე მეტი.”;

დ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ი. ჩოგოვაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია