“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 16 ივნისის №33 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველმყოფ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში" ცვლილების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/1211
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-12-16
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-27
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.22.024.007.952
“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 16 ივნისის №33 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველმყოფ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში" ცვლილების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.024.007.952

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1211

2005 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის   16 ივნისის №33 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველმყოფ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში” ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 16 ივნისის №33 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველმყოფ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში”  (სსმ III, 2003 წ., №50, მუხლი 518) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ,,მოთხოვნების”  მე-4 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამოქალაქო ავიაციის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე უნდა იცნობდეს ეროვნულ საავიაციო საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებს, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტებს, რეკომენდებულ პრაქტიკასა და პროცედურებს.”.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე                                                                            ნ. თურნავა

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია