საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
ბრძანება დადგენილება №13
2005 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქარ-თველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვე-პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულება“.
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
მუხლი 1. დებულების გამოყენების სფერო და მიზანი
1. ეს დებულება შემუშავებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მიზნად ისახავს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის წესებისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის ოდენობის დადგენას.
2. ამ დებულებით დგინდება რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისას კომისიის უფლებამოსილებები და ვალდებულებები, აუქციონის გამართვის პროცედურა, მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესები, რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესი, სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №30, 07.03.2006წ.; მუხ.352
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლი 21 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 24.02.2012წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
მუხლი 11. ტერმინთა განმარტება
1. ამ დებულებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს, ამ დებულების მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბენჩმარკინგის მეთოდოლოგია - რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის ფარგლებში არსებული რადიოსიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულების შეფასების მეთოდი, რომლის დროსაც ხორციელდება საერთაშორისო მასშტაბით იგივე დიაპაზონებში წარმატებით ჩატარებული მსგავსი აუქციონების შედეგების ნორმალიზება/მისადაგება საქართველოს დემოგრაფიულ, ეკონომიკურ მონაცემებთან და ლიცენზიის ვადებთან.
ბ) ბიზნესმოდელირების მეთოდოლოგია - რადიოსიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულების შეფასების მეთოდი, რომლის დროსაც ხორციელდება საქართველოს დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და დარგის ფინანსურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ისევე როგორც სხვადასხვა რადიოსიხშირული დიაპაზონების ტექნიკური და კომერციული მახასიათებლების გათვალისწინებით წარმოსახვითი ოპტიმალური ბიზნეს მოდელის/მოდელების აგება და რადიოსიხშირული რესურსის ფლობით მიღებული ფინანსური სარგებელის ანალიზის შედეგად რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის ფარგლებში არსებული რადიოსიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა.
გ) რადიოსიხშირული დიაპაზონების შედარებითი ღირებულების კოეფიციენტი - ბენჩმარკინგის ან/და ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიის საფუძველზე მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული დიაპაზონების 1მჰც რადიოსიხშირული რესურსისათვის განსაზღვრული შედარებითი ღირებულების მაჩვენებელი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 12.11.2014 წ.
მუხლი 2. აუქციონის გამართვის საფუძველი
1. რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.
2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას აუქციონის გამართვის შესახებ, თუ არსებობს რადიოსიხშირული სპექტრის ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული და კომისიის მიერ განსაზღვრული თავისუფალი სიხშირული ზოლი. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძვლები განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.
3. კომისიის გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ჩასატარებელ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები გამოვლინდა აუქციონის დაწყებამდე, კომისია დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს აუქციონის დაწყებამდე, სააუქციონო სხდომაზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ პირს სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, მაგრამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არსებობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების შეზღუდვის საფუძველი, პირი ვალდებულია აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილ განცხადებაში მიუთითოს, რომ აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში იგი უარს განაცხადებს მის მფლობელობაში არსებულ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიაზე/ლიცენზიებზე მთლიანად ან/და ნაწილობრივ, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობას. კონკრეტული აუქციონის დაწყები წინ ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია დააზუსტოს თუ კონკრეტულად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის რომელ ლიცენზიას/ლიცენზიებს თმობს მთლიანად ან/და ნაწილობრივ და მოითხოვოს ლიცენზიის/ლიცენზიების მთლიანად ან/და ნაწილობრივ გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება; ამგვარი გარემოების არსებობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაუშვას პირი აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, მხოლოდ იმ პირობით, რომ მის მიერ დათმობილ იქნება მის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია/ლიცენზიები მთლიანად ან/და ნაწილობრივ, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობას; ამ შემთხვევაში ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ლიცენზიით/ლიცენზიებით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსის დათმობილი ნაწილის/ნაწილების გამოყენება ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად. კომისიის მიერ ზემოაღნიშნული გარემოებებისა და პირობების გათვალისწინებით პირის აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაშვების შემდეგ ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ვალდებულია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება პირის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის/ლიცენზიების გაუქმების მიზნით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №30, 07.03.2006წ.; მუხ.352
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლი 21 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 24.02.2012წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 06.11.2015 წ.
მუხლი 3. აუქციონის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას.
2. კომისიის გადაწყვეტილება სულ ცოტა 1 თვით ადრე ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და განთავსდება ინტერნეტის ქსელში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მისამართზე: www.gncc.ge .
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლი 21 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 24.02.2012წ.
მუხლი 4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი განცხადება და დოკუმენტაცია
1. სარგებლობის ლიცენზიის მაძიებელი აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემისას წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.
2. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
3. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისა და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბეს) გადახდის დამადასტურებელი საბუთები. რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 10%-ი (ბე), ირიცხება კომისიის ანგარიშზე და ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში.
41. სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას აუქციონის პირობებთან. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან კვლავ არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სააუქციონო სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის აუქციონში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.
5. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% – გადახდილი ბეს სახით ექვემდებარება დაბრუნებას.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №30, 07.03.2006წ.; მუხ.352
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლი 12 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 16.08.2011წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 06.11.2015 წ.
მუხლი 5. აუქციონის გამართვის წესი
1. აუქციონის გამართვის ზოგადი წესი განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით.
2. აუქციონის სხდომის თავმჯდომარე აუქციონის დაწყებამდე ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას აუქციონის პირობებთან, მათ შორის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და წინამდებარე დებულების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობას, ასევე ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილებას. წარმომადგენლობით უფლებამოსილებაში მითითებული უნდა იყო კონკრეტულად ყველა იმ უფლებამოსილების თაობაზე, რა უფლებამოსილებითაც აღჭურვილია წარმომადგენელი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით. თუ ერთი ლიცენზიის მაძიებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთზე მეტ პირს, სხდომის თავმჯდომარე მიმართავს მათ, რომ დაასახელონ ერთი პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აუქციონში;
3. აუქციონის დასაწყისად ითვლება სხდომის თავმჯდომარის მიერ რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობის და აუქციონის ბიჯის გამოცხადება. აუქციონის ბიჯი უცვლელია და შეადგენს სარგებლობის ლიცენზიის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე.
4. სხდომის თავმჯდომარე იმ პირებს შორის, რომლებიც გამოცხადდნენ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, ატარებს წილისყრას. თითოეული მონაწილე ყუთიდან იღებს კონვერტს, რომელშიც მოთავსებულია რიგითი ნომერი. კონვერტი და მასში მოთავსებული რიგითი ნომერი არის იმდენივე, რამდენი მონაწილეცაა. ყუთიდან კონვერტის ამოღების რიგითობა განისაზღვრება კომისიაში განაცხადების შემოტანის თარიღის და დროის მიხედვით – პირველი კონვერტს ამოიღებს ის ლიცენზიის მაძიებლი ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენელი, რომელმაც პირველმა შემოიტანა განაცხადი და ა.შ.
5. მონაწილის მიერ ამოღებული რიგითი ნომერი განსაზღვრავს აუქციონის მიმდინარეობისას მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირების რიგითობას.
6. აუქციონის თითოეული მონაწილე მისთვის მინიჭებული რიგითი ნომრის მიხედვით აცხადებს მის მიერ შეთავაზებული რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობას. აუქციონის მონაწილის მიერ პირველად დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ბიჯის ჯამისა. აუქციონის მონაწილის მიერ ყოველი მომდევნო თანხის დაფიქსირება ხდება უკანასკნელ დაფიქსირებულ თანხაზე აუქციონის ბიჯის დამატებით. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს აუქციონის ბიჯზე ჯერადად მეტი თანხა.
7. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს გამოცხადებულმა პირებმა, აუქციონი ცხადდება ჩაშლილად და მონაწილეებს გადახდილი ბე უკან არ უბრუნდებათ.
8. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს თავისი შეთავაზება გააკეთოს წინა მონაწილის მიერ თანხის დასახელებიდან 10 წთ-ის განმავლობაში. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს მოითხოვოს ერთი ნახევარსაათიანი შესვენება. ორივე შემთხვევაში მონაწილეს უფლება აქვს გავიდეს აუქციონის დარბაზიდან. თუ მითითებული დროის გასვლის შემდეგ მონაწილე არ დააფიქსირებს თანხას, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა თანხის დასახელებაზე.
9. აუქციონში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც აუქციონის მსვლელობისას დააფიქსირებს გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას.
10. თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.
11. აუქციონის მიმდინარეობა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც აუქციონის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება კომისიის ბეჭდით.
12. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება.
13. რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. 1 თვის ვადაში რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბეს სახით გადახდილი თანხა. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე იღებს რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით, რა დროსაც ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი მორიგი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
14. თუ კომისიამ ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული გარემოებისას მიიღო გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, და აუქციონში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, კომისია იღებს გადაწყვეტილებას აუქციონში მონაწილე იმ პირის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, რომელსაც კომისიის ანგარიშიდან გატანილი არ აქვს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%) და რომელსაც აუქციონის მიმდინარეობისას დაფიქსირებული აქვს აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებული პირის მიერ დაფიქსირებულ თანხაზე შედარებით ნაკლები, მაგრამ სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტი თანხა. მის მიერ დაფიქსირებულ თანხასა და აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებული პირის მიერ დაფიქსირებულ თანხას შორის სხვაობა არ უნდა იყოს 2 ბიჯზე მეტი.
15. თუ არ არსებობს აუქციონის ისეთი მონაწილე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისია აუქციონს აცხადებს ჩაშლილად.
16. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10% საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით კომისიისათვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადებაში მითითებულ უნდა იქნეს საბანკო რეკვიზიტები, სადაც კომისიის მიერ გადაირიცხება აღნიშნული თანხა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №30, 07.03.2006წ.; მუხ.352
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის დადგენილება №2-სსმIII, №39, 22.03.2007წ.; მუხ.459
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 06.11.2015 წ.
მუხლი 51. რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ფარგლებში ხელმისაწვდომ რადიოსიხშირულ რესურსზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის/ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების ფარგლებში წარსადგენი დოკუმენტაცია და აუქციონების ჩატარების წესი
1. რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ფარგლებში ხელმისაწვდომ რადიოსიხშირულ რესურსზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის/ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიან (თანმიმდევრულ) აუქციონებში მონაწილეობის მიღების მიზნით ლიცენზიის მაძიებელი კომისიაში წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ რამდენ აუქციონში მონაწილეობის მიღებას ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
2. განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. განცხადებას ასევე თანდართული უნდა ჰქონდეს ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყო კონკრეტულად ყველა იმ უფლებამოსილების თაობაზე, რა უფლებამოსილებითაც აღჭურვილია წარმომადგენელი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
3. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი იმდენ ლიცენზიაზე, რამდენი ლიცენზიის მიღების მიზნით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მიღებასაც ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი. განცხადებას ასევე თან უნდა დაერთოს რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბეს) გადახდის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც საკმარისი უნდა იყოს ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონში/აუქციონებში შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში მისაღები ლიცენზიით/ლიცენზიებით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის დასაფარად. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% (ბე) ირიცხება კომისიის ანგარიშზე და ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში;
5.სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას აუქციონის პირობებთან. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან კვლავ არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სააუქციონო სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის აუქციონში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ;
6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-სა (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის დაბრუნების საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში/აუქციონებში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% – გადახდილი ბეს სახით ექვემდებარება დაბრუნებას;
ბ) თუ ლიცენზიის მაძიებელმა მონაწილეობა მიიღო აუქციონში/აუქციონებში და ვერ გაიმარჯვა, მას უბრუნდება რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% – გადახდილი ბეს სახით, სალიცენზიო მოსაკრებელი დაბრუნებას არ ექვემდებარება;
გ) თუ ლიცენზიის მაძიებელმა გაიმარჯვა აუქციონში/აუქციონებში, მაგრამ მის მიერ რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა არ განხორციელდა აუქციონში/აუქციონებში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში, აუქციონში/აუქციონებში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბეს სახით გადახდილი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% და სალიცენზიო მოსაკრებელი;
დ) თუ ლიცენზიის მაძიებელს აუქციონში/აუქციონებში მონაწილეობა შეეზღუდა კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მას სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% – გადახდილი ბეს სახით უკან უბრუნდება;
ე) წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული, კომისიის მიერ ლიცენზიის მაძიებლის განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის აუქციონში/აუქციონებში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელს სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% – გადახდილი ბეს სახით (არსებობის შემთხვევაში) უკან არ უბრუნდება;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ მრავალლიცენზიან (თანმიმდევრულ) აუქციონებში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% – გადახდილი ბეს სახით მას აძლევდა საშუალებას მონაწილეობა მიეღო აუქციონში/აუქციონებში, მაგრამ ლიცენზიის მაძიებელმა უარი განაცხადა აუქციონში/აუქციონებში მონაწილეობის მიღებაზე და მის მიერ მრავალლიცენზიან (თანმიმდევრულ) აუქციონებში მონაწილეობის მიღების მიზნით გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% (ბე) მეტია იმ აუქციონის/აუქციონებისთვის გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ზე ან საფასურის 10%-ის ჯამზე, რომელ აუქციონში/აუქციონებშიც მან მონაწილეობა მიიღო, ლიცენზიის მაძიებელი კარგავს სხვაობას მის მიერ მრავალლიცენზიან (თანმიმდევრულ) აუქციონებში მონაწილეობის მიღების მიზნით გადახდილ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-სა (ბე) და იმ აუქციონის/აუქციონებისთვის გათვალისწინებულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ს ან საფასურის 10%-ის ჯამს შორის, რომელ აუქციონშიც/აუქციონებშიც მან მონაწილეობა მიიღო, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ მრავალლიცენზიან (თანმიმდევრულ) აუქციონებში მონაწილეობის მიღების მიზნით გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% (ბე) ნაკლები ან ტოლია იმ აუქციონის/აუქციონებისთვის გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ზე ან საფასურის 10%-ის ჯამზე, რომელ აუქციონში/აუქციონებშიც მან მონაწილეობა მიიღო, მას ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% (ბე) უკან უბრუნდება ბეს სახით გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის იმ 10%-ს გამოკლებით, რომელიც გათვალისწინებულია იმ აუქციონისთვის, რომელშიც ლიცენზიის მაძიებელმა გაიმარჯვა. ამ შემთხვევებში ლიცენზიის მაძიებელს სალიცენზიო მოსაკრებელი უკან არ უბრუნდება.
7. წინამდებარე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის მაძიებელს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10% გადახდილი ბეს სახით, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით უბრუნდება კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადებაში მითითებული უნდა იქნას საბანკო რეკვიზიტები, სადაც კომისიის მიერ გადაირიცხება აღნიშნული თანხა.
8. აუქციონის გამართვის ზოგადი წესი განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით.
9. აუქციონის სხდომის თავმჯდომარე აუქციონის დაწყებამდე ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას აუქციონის პირობებთან, მათ შორის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და წინამდებარე დებულების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობას, ასევე ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილებას. წარმომადგენლობით უფლებამოსილებაში მითითებული უნდა იყო კონკრეტულად ყველა იმ უფლებამოსილების თაობაზე, რა უფლებამოსილებითაც აღჭურვილია წარმომადგენელი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით. თუ ერთი ლიცენზიის მაძიებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთზე მეტ პირს, სხდომის თავმჯდომარე მიმართავს მათ, რომ დაასახელონ ერთი პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აუქციონში.
10. აუქციონის დასაწყისად ითვლება სხდომის თავმჯდომარის მიერ რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობის და აუქციონის ბიჯის გამოცხადება. აუქციონის ბიჯი უცვლელია და შეადგენს სარგებლობის ლიცენზიის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე.
11. სხდომის თავმჯდომარე იმ პირებს შორის, რომლებიც გამოცხადდნენ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, ატარებს წილისყრას. თითოეული მონაწილე ყუთიდან იღებს კონვერტს, რომელშიც მოთავსებულია რიგითი ნომერი. კონვერტი და მასში მოთავსებული რიგითი ნომერი არის იმდენივე, რამდენი მონაწილეცაა. ყუთიდან კონვერტის ამოღების რიგითობა განისაზღვრება კომისიაში განაცხადების შემოტანის თარიღის და დროის მიხედვით – პირველი კონვერტს ამოიღებს ის ლიცენზიის მაძიებლი ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენელი, რომელმაც პირველმა შემოიტანა განაცხადი და ა.შ.
12. მონაწილის მიერ ამოღებული რიგითი ნომერი განსაზღვრავს აუქციონის მიმდინარეობისას მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირების რიგითობას.
13. აუქციონის თითოეული მონაწილე მისთვის მინიჭებული რიგითი ნომრის მიხედვით აცხადებს მის მიერ შეთავაზებული რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობას. აუქციონის მონაწილის მიერ პირველად დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ბიჯის ჯამისა. აუქციონის მონაწილის მიერ ყოველი მომდევნო თანხის დაფიქსირება ხდება უკანასკნელ დაფიქსირებულ თანხაზე აუქციონის ბიჯის დამატებით. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს აუქციონის ბიჯზე ჯერადად მეტი თანხა.
14. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს თავისი შეთავაზება გააკეთოს წინა მონაწილის მიერ თანხის დასახელებიდან 10 წთ-ის განმავლობაში. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს მოითხოვოს ერთი ნახევარსაათიანი შესვენება. ორივე შემთხვევაში მონაწილეს უფლება აქვს გავიდეს აუქციონის დარბაზიდან. თუ მითითებული დროის გასვლის შემდეგ მონაწილე არ დააფიქსირებს თანხას, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა თანხის დასახელებაზე.
15. აუქციონში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც აუქციონის მსვლელობისას დააფიქსირებს გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას.
16. თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.
17. აუქციონის მიმდინარეობა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც აუქციონის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება კომისიის ბეჭდით.
18. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება.
19. რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. 1 თვის ვადაში რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე იღებს რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით, რა დროსაც ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი მორიგი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
20. თუ კომისიამ ამ მუხლის მე-19 პუნქტით განსაზღვრული გარემოებისას მიიღო გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, და აუქციონში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, კომისია იღებს გადაწყვეტილებას აუქციონში მონაწილე იმ პირის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, რომელსაც კომისიის ანგარიშიდან გატანილი არ აქვს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%) და რომელსაც აუქციონის მიმდინარეობისას დაფიქსირებული აქვს აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებული პირის მიერ დაფიქსირებულ თანხაზე შედარებით ნაკლები, მაგრამ სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტი თანხა. მის მიერ დაფიქსირებულ თანხასა და აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებული პირის მიერ დაფიქსირებულ თანხას შორის სხვაობა არ უნდა იყოს 2 ბიჯზე მეტი. ამავე დროს, პირს კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შეზღუდული არ უნდა ჰქონდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება.
21. თუ არ არსებობს აუქციონის ისეთი მონაწილე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისია აუქციონს აცხადებს ჩაშლილად;
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 06.11.2015 წ.
მუხლი 6. რესურსით სარგებლობის უფლების სხვა პირებისთვის გადაცემა და პირდაპირი გადაპირება
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მქონე პირი უფლებამოსილია აღნიშნული რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში კომისიას წარუდგენს ამ ხელშეკრულებას.
2. კომისიას 3 დღის ვადაში შეაქვს სათანადო ცვლილებები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გასცემს სალიცენზიო მოწმობას.
3. ლიცენზიის მფლობელი ავტორიზებული პირი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიის განსაზღვრული რესურსით სარგებლობა ლიცენზიით განსაზღვრული პირობებითა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომისიაში წარმოადგენს ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების თაობაზე სათანადო ინფორმაციას და მხოლოდ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულის აღების შემთხვევაში. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მიმღებს.
4. აუქციონის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მქონე პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას აუქციონის გამართვის მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების ნებისმიერი პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივი გადაცემის მიზნით.
5. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ რესურსით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემის მიზნით კომისიისათვის აუქციონის გამართვის მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში აუქციონი ტარდება ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით. ამ შემთხვევაში რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრება ამ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №30, 07.03.2006წ.; მუხ.352
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლი 21 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 24.02.2012წ.
მუხლი 7. რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის განსაზღვრა
1. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის ჩატარებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
სადაც:
P – სიხშირული რესურსების აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა ლარებში;
Pf – კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანის შესაბამისი ღირებულება ლარებში (დანართი 1-ის მიხედვით);
Kq – სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის კოეფიციენტი (დანართი 2-ის მიხედვით);
Kp – გადამცემი (ბაზური) სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრის კოეფიციენტი (დანართი 3-ის მიხედვით);
N – გადამცემი სადგურების (ბაზური სადგურების) რაოდენობა;
KN – სადგურების რაოდენობის კოეფიციენტი (დანართი 4-ის მიხედვით);
Ks – საქმიანობის სახეობის კოეფიციენტი (დანართი 5-ის მიხედვით);
Kg – ადგილობრივი მომსახურების ზონის კოეფიციენტი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით (დანართი 6-ის მიხედვით).
11. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის ჩატარებისას, CDMA კოდური დაყოფისა და მრავალჯერადი დაშვების ტექნოლოგიისთვის 453-457.5 მჰც და 463-467.5 მჰც რადიოსიხშირული ზოლით, ხოლო ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელისთვის (MFCN – Mobile/Fix Communications networks) 2300-2400მჰც სიხშირული ზოლით/რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური დგინდება შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგის ან/და ბიზნესმოდელირების მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების საფუძველზე, შემდეგი ფორმულით:
P= Pn*C-B,
სადაც:
P – რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობაა ლარებში;
Pn – რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგისა ან/და ბიზნესმოდელირების მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულებაა;
C – ერთი ლიცენზიის ფარგლებში სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა (მჰც-ების) ოდენობაა;
B – სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის სავარაუდო ღირებულების (Pn*C) კომისიის მიერ აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული 5%-დან 20%-მდე ფასდაკლება, რომელიც დგინდება ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და სალიცენზიო ვალდებულებების გათვალისწინებით
2. კონკრეტული რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში და კონკრეტულ ადგილობრივი მომსახურების ზონაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის გაანგარიშებისას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სადგურების ჯამური რაოდენობა განისაზღვროს ელექტრომაგნიტური ველით დაფარვის თაობაზე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU), ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) და ევროპის საფოსტო და სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციების კონფერენციის (CEPT) ელექტრონული კომუნიკაციების კომიტეტის და რადიოკომუნიკაციების ოფისის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად.
3. სადგურების ჯამური რაოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელების ტექნიკური მონაცემები. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე:
ა) 800მჰც, 900მჰც და 1800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გადამცემი სადგურების ჯამური რაოდენობა შეადგენს 400 სადგურს, თითოეული გადამცემი სადგურის მინიმალური გამოსასვლელი სიმძლავრე 20 ვატი;
ბ) 1900 მჰც და 2200 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სადგურების ჯამური რაოდენობა შეადგენს 800 სადგურს, თითოეული გადამცემი სადგურის მინიმალური გამოსასვლელი სიმძლავრე 10 ვატამდე (ჩათვლით);
გ) 3500 მჰც და 5 გჰც დიაპაზონში გადამცემი სადგურების ჯამური რაოდენობა შეადგენს 300 სადგურს, თითოეული სადგურის მინიმალური გამოსასვლელი სიმძლავრე 5 ვატამდე (ჩათვლით).
4. კონკრეტულ ადგილობრივი მომსახურების ზონაში გადამცემი სადგურების ზონური რაოდენობის გაანგარიშება განხორციელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სადგურების ჯამური რაოდენობის გამრავლებით კონკრეტული გეოგრაფიული ზონის სადგურების რაოდენობის წილობრივ კოეფიციენტზე, რომელიც მოცემულია დებულების მე-6 დანართში.
5. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის გაანგარიშება განხორციელდეს დებულების მე-6 დანართში აღნიშნული, თითოეული ზონისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ფორმულის შესაბამისად გაანგარიშებული ღირებულებების დაჯამებით, გარდა ამავე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
6. „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას ლიცენზიის მფლობელის მიერ გადასახდელი ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკული გამოითვლება შემდეგი ფორმულით :
C×∑in=1(Ai/Bi)/n,
სადაც:
C - გასაგრძელებელი ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობაა;
n - ჩატარებულ აუქციონთა რაოდენობაა;
Ai - i-ურ აუქციონზე დაფიქსირებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურია, i=1,2,…,n;
Bi - i-ურ აუქციონზე გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობაა, i=1,2,…,n.
7. საერთო საეთერო ან სპეციალიზირებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღების მსურველი პირის მიერ იმავე სამაუწყებლო მომსახურების ზონაში მის მფლობელობაში არსებულ საერთო საეთერო ან სპეციალიზირებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიაზე უარის თქმის (დათმობის) შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელს გამოაკლდება მის მიერ დათმობილი ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა ლიცენზიის მოქმედების დარჩენილი ვადის პროპორციულად. იმ შემთხვევაში, თუ დათმობილი ლიცენზიისთვის გადახდილი თანხის ოდენობა აღემატება მისაღები ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელს, მეტობა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 19 თებერვლის დადგენილება №2-სსმIII, №26, 20.02.2008წ.; მუხ.286.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 17 ივლისის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.07.2013წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 12.11.2014 წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 16.11.2020წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 3 ივნისის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 10.06.2021წ.
მუხლი 71. რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობის განსაზღვრა
1. კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიისთვის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
P=Pf x Kq x Kp x N x Kn x Ks x Kg x Ky
სადაც:
P – სიხშირული რესურსების აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა ლარებში;
Pf – კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანის შესაბამისი ღირებულება ლარებში (დანართი 1-ის მიხედვით);
Kq – სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის კოეფიციენტი (დანართი 2-ის მიხედვით);
Kp – გადამცემი (ბაზური) სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრის კოეფიციენტი (დანართი 3-ის მიხედვით);
N – გადამცემი სადგურების (ბაზური სადგურების) რაოდენობა;
KN – სადგურების რაოდენობის კოეფიციენტი (დანართი 4-ის მიხედვით);
Ks – საქმიანობის სახეობის კოეფიციენტი (დანართი 5-ის მიხედვით);
Kg – ადგილობრივი მომსახურების ზონის კოეფიციენტი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით (დანართი 6-ის მიხედვით);
Ky - რესურსით სარგებლობის ვადის/წლების კოეფიციენტი (დანართი №8-ის მიხედვით).
2. არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი წინასწარ იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.
3. არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 2000 ლარს.
4. მაუწყებელს (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი), რომელსაც დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ესაჭიროება რადიოსიხშირული სპექტრი, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, არასტაციონარული/მოძრავი გადამცემი სადგურის გამოყენების შემთხვევაში, დანართი №6-ში მოცემული ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით ადგილობრივი მომსახურების ზონის გეოგრაფიული კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობების ნაცვლად, გეოგრაფიული კოეფიციენტის Kg რიცხვითი მნიშვნელობა თითოეული გადამცემი სადგურისთვის გაუტოლდება ერთს.
5. საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება ენიჭება უფასოდ, კომისიის გადაწყვეტილებით.
6. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთი წლის ვადით მოთხოვნისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სრული საფასურის გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში, გარდა ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა, რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
7. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელს უფლება აქვს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე განცხადებით მიმართოს კომისიას მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ხელახლა მინიჭების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება ხელახლა ენიჭება მის მიერ მოთხოვილი ვადით თუ მის მიერ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
8. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელი უფლებამოსილია, რადიოსიხშირული რესურსის სარგებლობის ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადოს რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის ან ამ მონაკვეთისთვის მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებაზე. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების, მათ შორის, რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის ან ამ მონაკვეთისთვის მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებაზე უარის თქმის ან/და გაუქმების შემთხვევაში, რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 15.10.2018წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 25.05.2026წ.
მუხლი 8. (ამოღებულია)
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №30, 07.03.2006წ.; მუხ.352
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 1 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №18, 05.02.2008წ.; მუხ.221
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 18 აპრილის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 26.04.2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლი 12 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 16.08.2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლი 21 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 24.02.2012წ.
მუხლი 81. (ამოღებულია)
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №30, 07.03.2006წ.; მუხ.352
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლი 21 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 24.02.2012წ.
მუხლი 9. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის განსაზღვრა
კომისიის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონში სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური დგინდება:
1. შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგის ან/და ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების საფუძველზე, შემდეგი ფორმულით:
P= Pn*C-B
სადაც:
P - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობაა ლარებში;
Pn - რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგისა ან/და ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულებაა;
C - ერთი ლიცენზიის ფარგლებში სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა (მჰც-ების) ოდენობაა;
B - სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის სავარაუდო ღირებულების (Pn*C) კომისიის მიერ აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული 5%-დან 20%–მდე ფასდაკლება, რომელიც დგინდება ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და სალიცენზიო ვალდებულებების გათვალისწინებით.
11. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში ეფექტიანი ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის წახალისების მიზნით, კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის სავარაუდო ღირებულებაზე დაადგინოს დამატებითი ფასდაკლება, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფასდაკლების ჩათვლით ჯამში არ უნდა აღემატებოდეს სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის სავარაუდო ღირებულების 80%-ს.
2. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების შეფასება ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორივე მეთოდოლოგიის გამოყენებით, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის განსაზღვრისას უპირატესობა ენიჭება საქართველოს დემოგრაფიული, ეკონომიკური და ელექტრონული კომუნიკაციების დარგის ფინანსური მაჩვენებლების გათვალისწინებით ბიზნესმოდელირების მეთოდოლოგიას.
3. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების შეფასება არ არის განხორციელებული ბენჩმარკინგის ან ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიით, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრება ამ დებულების მე–7 მუხლის შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლით განსაზღვრული ლიცენზიების 15 წლიანი მოქმედების ვადის პირდაპირპროპორციულად გადაანგარიშებით, შემდეგი ფორმულით:
N=P/10*15, სადაც:
N – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობაა ლარებში,
P – ამ დებულების მე–7 მუხლის შესაბამისად დაანგარიშებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობაა ლარებში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 12.11.2014 წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 13 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 14.01.2022 წ.
|
მუხლი 10. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის ოდენობის განსაზღვრ ა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუქნტის „ა", „ბ", „გ" და „დ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც ჩატარებულია აუქციონი/აუქციონები განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალში/არეალებში 1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის ოდენობის დადგენა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, როდესაც იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლში ჩატარებულია აუქციონი/აუქციონები, თუმცა განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალში, ხორციელდება სამ ეტაპად: I ეტაპი: თითოეული აუქციონისთვის, რომლის ფარგლებშიც გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული არეალი არ არის საქართველოს მთელი ტერიტორია, ხდება 1 მგჰც-ის ღირებულების ექსტრაპოლაცია შემდეგი ფორმულის შესაბამისად:
სადაც: I’ არის იმავე რადიოსიხშირულ ზოლში 1 მჰც-ის ღირებულების ექსტრაპოლირებული მნიშვნელობა ქვეყნის მასშტაბით; P’ არის რადიოსიხშირული რესურსის აუქციონის საბოლოო საფასურის ოდენობა ლარებში; B’ არის რადიოსიხშირული ზოლის სიგანე მეგაჰერცებში; G’ არის რადიოსიხშირული ზოლით დაფარული ტერიტორიაზე არსებული დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული კოეფიციენტების ჯამი, რომლის მნიშვნელობაც განისაზღვრება დანართ 7-ში მოყვანილი მეთოდოლოგიის შესაბამისად; II ეტაპი: ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, გამოითვლება საქართველოს მასშტაბით აუქციონებზე დაფიქსირებული 1 მგჰც-ის საშუალო არითმეტიკული მნიშვნელობა; III ეტაპი: ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური გამოითვლება შემდეგი ფორმულით სადაც P არის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაგრძელების საფასური ლარებში; I არის საქართველოს მასშტაბით გამოთვლილი 1 მგჰც-ის მნიშვნელობა; B არის რადიოსიხშირული ზოლის სიგანე მეგაჰერცებში; G არის რადიოსიხშირული ზოლით დაფარულ ტერიტორიაზე არსებული დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული კოეფიციენტების ჯამი, რომლის მნიშვნელობაც განისაზღვრება დანართ 7-ში მოყვანილი მეთოდოლოგიის შესაბამისად. 2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ" ქვეპუნქტით განსზაღვრულ შემთხვევაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური გამოითვლება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული I და III ეტაპებით. |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 25 აპრილის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 27.04.2016 წ.
მუხლი 11. გარდამავალი დებულებები
პირები, რომლებსაც 2018 წლის 1 მარტამდე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ნებართვებით გაცემული ან კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდათ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება, 2018 წლის 1 მარტიდან ხდებიან რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელები და ამ უფლებას ინარჩუნებენ ნებართვებით/მინიჭებით განსაზღვრული ვადით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
დანართი №1
|
კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანით განსაზღვრული ღირებულება ლარებში – Pf |
||||
|
სიხშირის ზოლი |
სიხშირე 10 გჰც-მდე |
სიხშირე 10 გჰც-დან 20 გჰც-მდე |
სიხშირე 20 გჰც-დან 30 გჰც-მდე |
სიხშირე 30 გჰც-ზე ზევით |
|
25 კჰც-ის ჩათვლით |
800 |
- |
- |
- |
|
25კჰც-იდან 125კჰც-ის ჩათვლით |
1 700 |
- |
- |
- |
|
125კჰც-იდან 250კჰც-ის ჩათვლით |
3 200 |
- |
- |
- |
|
250კჰც-იდან 500კჰც-ის ჩათვლით |
4 500 |
- |
- |
- |
|
500კჰც-იდან 1.7მგჰც-ის ჩათვლით |
8 700 |
4 410 |
3 000 |
2 100 |
|
1.7მგჰც-იდან 3.5მგჰც-ის ჩათვლით |
11 100 |
6 600 |
4 410 |
3 000 |
|
3.5მგჰც-იდან 7მგჰც-ის ჩათვლით |
17 700 |
13 410 |
8 700 |
6 000 |
|
7 მგჰც-იდან 14მგჰც-ის ჩათვლით |
24 450 |
19 950 |
13 410 |
8 700 |
|
14მგჰც-იდან 28მგჰც-ის ჩათვლით |
30 900 |
26 640 |
17 700 |
11 700 |
|
28მგჰც-იდან 56მგჰც-ის ჩათვლით |
37 800 |
33 300 |
21 000 |
14 850 |
|
56მგჰც-ის ზევით |
44 400 |
39 900 |
26 400 |
17 700 |
დანართი № 2
|
სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის კოეფიციენტი – Kq |
|
|
სიხშირული დიაპაზონი |
კოეფიციენტის სიდიდე |
|
9კჰც-დან 470 მგჰც-ის ჩათვლით |
1.8 |
|
470 მგჰც-დან 960 მგჰც-ის ჩათვლით |
1.5 |
|
960 მგჰც-დან 3 გჰც-ის ჩათვლით |
1 |
|
3 გჰც-იდან 10 გჰც-ის ჩათვლით |
0.8 |
|
10 გჰც-იდან 17.7 გჰც-ის ჩათვლით |
0.6 |
|
17.7 გჰც-იდან 40 გჰც-ის ჩათვლით |
0.4 |
|
40 გჰც-იდან 60 გჰც-ის ჩათვლით |
0.2 |
დანართი № 3
|
გადამცემი სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრის კოეფიციენტი – Kp |
|
|
გადამცემი სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრე |
კოეფიციენტის სიდიდე |
|
0 დან 5 ვატ-ის ჩათვლით |
0.1 |
|
5 ვატ-იდან 10 ვატ-ის ჩათვლით |
0.18 |
|
10 ვატ-დან 25 ვატ-ის ჩათვლით |
0.35 |
|
25 ვატ-დან 50 ვატ-ის ჩათვლით |
0.52 |
|
50 ვატ-დან 100 ვატ-ის ჩათვლით |
0.7 |
|
100 ვატ-დან 250 ვატ-ის ჩათვლით |
0.85 |
|
250 ვატ-დან 500 ვატ-ის ჩათვლით |
1 |
|
500 ვატ-დან 1 კვატ-ის ჩათვლით |
1.1 |
|
1 კვტ-დან 2.5 კვტ-ის ჩათვლით |
1.2 |
|
2.5 კვტ-დან 5 კვტ-ის ჩათვლით |
1.25 |
|
5 კვტ-დან 10 კვტ-ის ჩათვლით |
1.3 |
|
10 კვტ-ის ზევით |
1.4 |
დანართი № 4
|
გადამცემი სადგურების რაოდენობის კოეფიციენტი – Kn |
|
|
გადამცემი სადგურების რაოდენობა |
კოეფიციენტის სიდიდე |
|
1-დან 10-ის ჩათვლით |
1 |
|
10-დან 50-ის ჩათვლით |
0.9 |
|
50-დან 100-ის ჩათვლით |
0.68 |
|
100-დან 500-ის ჩათვლით |
0.58 |
|
500-დან ზევით |
0.4 |
დანართი № 5
|
საქმიანობის სახეობის კოეფიციენტი – Ks |
|
|
საქმიანობის სახეობა |
კოეფიციენტი |
|
ავტორიზებული პირის შიდატექნოლოგიური საქმიანობა (რადიოსარელეო წერტილი-წერტილი შიდატექნოლოგიური საკომუნიკაციო რადიოარხები) |
1 |
|
საეთერო რადიომაუწყებლობა |
1 |
|
სხვა (მათ შორის ბოლო მომხმარებელზე სიხშირული სპექტრის გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება, წერტილი მრავალწერტილოვანი დაშვების რადიო - სისტემები) |
5 |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 19 თებერვლის დადგენილება №2-სსმIII, №26, 20.02.2008წ.; მუხ.286
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №4 - ვებგვერდი, 24.08.2015 წ.
დანართი №6
|
გეოგრაფიული კოეფიციენტი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით – Kg და გადამცემი სადგურების რაოდენობის წილობრივი მაჩვენებელი |
|||
|
|
გეოგრაფიული ტერიტორია (ზონა) |
გეოგრაფიული კოეფიციენტი Kg |
გადამცემი სადგურების რაოდენობის წილობრივი მაჩვენებელი |
|
1 |
თბილისი |
1.2 |
32.31% |
|
2 |
ბათუმი |
1 |
4.62% |
|
3 |
რუსთავი |
1 |
1.28% |
|
4 |
სოხუმი |
1 |
1.28% |
|
5 |
ფოთი |
1 |
1.79% |
|
6 |
ქუთაისი |
1 |
2.56% |
|
7 |
ბოლნისი |
0.75 |
1.28% |
|
8 |
გარდაბანი |
0.75 |
1.79% |
|
9 |
გორი |
0.75 |
1.28% |
|
10 |
ზესტაფონი |
0.75 |
0.77% |
|
11 |
ზუგდიდი |
0.75 |
1.54% |
|
12 |
მარნეული |
0.75 |
2.05% |
|
13 |
მცხეთა |
0.75 |
1.28% |
|
14 |
საგარეჯო |
0.75 |
2.05% |
|
15 |
სამტრედია |
0.75 |
0.51% |
|
16 |
ხაშური |
0.75 |
1.03% |
|
17 |
ბორჯომი |
0.75 |
1.54% |
|
18 |
გაგრა |
0.65 |
0.77% |
|
19 |
გურჯაანი |
0.65 |
1.79% |
|
20 |
დედოფლისწყარო |
0.65 |
1.28% |
|
21 |
თელავი |
0.65 |
1.28% |
|
22 |
ოზურგეთი |
0.65 |
1.79% |
|
23 |
ქობულეთი |
0.65 |
1.79% |
|
24 |
ჭიათურა |
0.65 |
0.26% |
|
25 |
ხელვაჩაური |
0.65 |
1.03% |
|
35 |
სიღნაღი |
0.65 |
0.77% |
|
26 |
ახალქალაქი |
0.5 |
0.77% |
|
27 |
ახალციხე |
0.5 |
0.26% |
|
28 |
გალი |
0.5 |
1.28% |
|
29 |
გუდაუთა |
0.5 |
1.03% |
|
30 |
გულრიფში |
0.5 |
0.51% |
|
31 |
თეთრიწყარო |
0.5 |
0.77% |
|
32 |
თერჯოლა |
0.5 |
1.28% |
|
33 |
კასპი |
0.5 |
0.26% |
|
34 |
ოჩამჩირე |
0.5 |
0.51% |
|
36 |
ქარელი |
0.5 |
0.51% |
|
37 |
წყალტუბო |
0.5 |
0.51% |
|
38 |
ხობი |
0.5 |
0.26% |
|
39 |
ცხინვალი |
0.5 |
0.51% |
|
40 |
ახმეტა |
0.25 |
1.03% |
|
41 |
დმანისი |
0.25 |
1.54% |
|
42 |
დუშეთი |
0.25 |
1.03% |
|
43 |
ვანი |
0.25 |
0.26% |
|
44 |
ლაგოდეხი |
0.25 |
0.77% |
|
45 |
ლანჩხუთი |
0.25 |
1.03% |
|
46 |
ნინოწმინდა |
0.25 |
0.51% |
|
47 |
სენაკი |
0.25 |
0.26% |
|
48 |
ყვარელი |
0.25 |
0.51% |
|
49 |
წალკა |
0.25 |
0.51% |
|
50 |
აბაშა |
0.2 |
0.26% |
|
51 |
ამბროლაური |
0.2 |
0.51% |
|
52 |
ბაღდათი |
0.2 |
0.26% |
|
53 |
მარტვილი |
0.2 |
0.26% |
|
54 |
საჩხერე |
0.2 |
0.77% |
|
55 |
ტყიბული |
0.2 |
0.77% |
|
56 |
ყაზბეგი |
0.2 |
1.03% |
|
57 |
წალენჯიხა |
0.2 |
0.51% |
|
58 |
ხონი |
0.2 |
0.26% |
|
59 |
ადიგენი |
0.1 |
0.77% |
|
60 |
აჟარა |
0.1 |
0.26% |
|
61 |
ასპინძა |
0.1 |
0.26% |
|
62 |
თიანეთი |
0.1 |
0.51% |
|
63 |
ჩოხატაური |
0.1 |
1.03% |
|
64 |
ცაგერი |
0.1 |
0.26% |
|
65 |
ხარაგაული |
0.1 |
1.03% |
|
66 |
ახალგორი |
0.05 |
0.51% |
|
67 |
ლენტეხი |
0.05 |
0.26% |
|
68 |
მესტია |
0.05 |
0.26% |
|
69 |
ონი |
0.05 |
1.03% |
|
70 |
ქედა |
0.05 |
0.77% |
|
71 |
შუახევი |
0.05 |
1.28% |
|
72 |
ჩხოროწყუ |
0.05 |
0.26% |
|
73 |
ხულო |
0.05 |
0.77% |
|
74 |
ჯავა |
0.05 |
0.51% |
|
|
|
|
100.00% |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 19 თებერვლის დადგენილება №2-სსმIII, №26, 20.02.2008წ.; მუხ.286
დანართი №7
გეოგრაფიული კოეფიციენტის განსაზღვრის მეთოდოლოგია
რადიოსიხშირული ზოლით დაფარული გეოგრაფიული არეალის შესაბამისი გეოგრაფიული კოეფიციენტი დაითვლება შემდეგი ფორმულით:
სადაც Gi არის რადიოსიხშირული ზოლით დაფარული კონკრეტული დასახლებული პუნქტის გეოგრაფიული კოეფიციენტი, n კი დაფარული დასახლებული პუნქტების რაოდენობა.
დასახლებული პუნქტის კოეფიციენტი განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
სადაც P არის საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, Pi კი მოსახლეობის რაოდენობა i- ურ დასახლებულ პუნქტში .
მოსახლეობის რაოდენობა დასახლებული პუნქტების მიხედვით განისაზღვრება სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი ოფიციალური მონაცემების შესაბამისად.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 25 აპრილის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 27.04.2016 წ.
დანართი №8
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
|
რესურსით სარგებლობის წლების კოეფიციენტი – Ky |
||
|
სიხშირული რესურსით სარგებლობის ვადა |
წლიური საფასურის კოეფიციენტი თითოეულ წელზე, რიგითობის მიხედვით |
გადახდის სქემა |
|
(1-2] წელი |
0,2 |
პირველი და მე-2 წლის, წლიური საფასური ითვლება მითითებული კოეფიციენტით |
|
(3-5] წელი |
0,1 |
მე-3, მე-4 და მე-5 წლების, წლიური საფასური ითვლება მითითებული კოეფიციენტით |
|
(5-10] წელი |
0,3 |
მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 წლების, წლიური საფასური ითვლება მითითებული კოეფიციენტით |
|
(10-15] წელი |
0,5 |
მე-11, მე-12, მე-13 , მე-14 და მე-15 წლების, წლიური საფასური ითვლება მითითებული კოეფიციენტით |