სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.26.018.007.930
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის
ბრძანება №5
2005 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონების ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 30-ე მუხლისა და ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” მე-13 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
დამტკიცდეს:
ა) საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფორმა დანართის №1-ის შესაბამისად;
ბ) საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ფორმები დანართების N2, N3 ÃÀ N31 შესაბამისად;
გ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო
ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება №302-სსმIII,№165,17.12.2010წ.,მუხ.2373
მუხლი 2.
ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ნებართვის ფორმებს გააჩნიათ 5 დამცავი ნიშანი და განეკუთვნებიან მკაცრი აღრიცხვის ფორმების II კატეგორიას.
მუხლი 3.
ამ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საერთაშორისო, საქალაქთაშორისო, საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის, სახიფათო ტვირთის საავტომობილო გადაზიდვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობის და საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვის ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 15 სექტემბრის №3 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №103, მუხ. 891) პირველი მუხლის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტები თანდართული დანართებით №2, №3, №4 და №5.
მუხლი 4.
ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 5.
ამ ბრძანების პირველი მუხლის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საერთაშორისო, საქალაქთაშორისო, საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის, სახიფათო ტვირთის საავტომობილო გადაზიდვის ,,საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობის და საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვის ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 15 სექტემბრის №3 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №103, მუხ. 891) პირველი მუხლის ,,ა”, ,,ვ” და ,,ზ” ქვეპუნქტები თანდართული დანართებით №1, №6 და №7.
ა. ჩხიკვაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება №302-სსმIII,№165,17.12.2010წ.,მუხ.2373
2. ძალადაკარგულია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №1-1/2679 - ვებგვერდი, 21.12.2011 წ.
დანართი №31
|
საქართველოს მცირე გერბი |
|
GE |
|
საქართველოს კომპეტენტური ორგანოს დასახელება
|
ნებართვის №o. მოქმედების წელი
|
|
Authorization No. Year of action
| 000000000 |
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის
ნ ე ბ ა რ თ ვ ა
AUTHORIZATION
FOR THE INTERNATIONAL CARRIAGE OF GOODS BY ROAD
მრავალჯერადი შესვლის
MULTI-ENTRY
ეს ნებართვა გაცემულია
This authorization is issued to
|
გადამზიდველის დასახელება Name of company |
სრული მისამართი Full address |
|
|
ავტომობილის/საწევარის სარეგისტრაციო ნომერი
Registration namber of lorry/ tractor
|
|
ნებართვა ძალაშია
This authorization is valid
შეზღუდვები: 1) ეს ნებართვა ძალაშია ორმხრივი/ტრანზიტული ტვირთზიდვისას (ცარიელი შესვლის ჩათვლით)
RESTRICTIONS: This authorization is valid for bilateral/ transit carriage (including unloaded entry)
2) ეს ნებართვა არ არის ძალაში ტვირთის მესამე ქვეყანაში გადაზიდვისას
This authorization is not valid for third country carriages
3) ეს ნებართვა ძალაშია საქართველოს ტერიტორიაზე
This authorization is valid on the territory of Georgia
|
ბეჭედი Stamp |
|
ნებართვის გაცემის თარიღი Date of issue |
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა Signature of the authority |
ნებართვის უკანა მხარე
საერთო მოთხოვნები
ეს ნებართვა თან უნდა ახლდეს სატრანსპორტო საშუალებას.
ნებართვა ქმედითია მხოლოდ მასში აღნიშნული გადამზიდველისა და სატრანსპორტო საშუალებისათვის. იგი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე.
ნებართვა არ გამოიყენება ქვეყნის შიდა გადაზიდვებისათვის. მისი სხვა პირისათვის გამოსაყენებლად გადაცემა დაუშვებელია.
ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაემორჩილოს ხელშემკვრელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ კანონებს, ინსტრუქციებსა და ადმინისტრაციულ ნორმებს გადაზიდვებისა და საგზაო მოძრაობის სფეროში.
GENERAL CONDITIONS
This authorisation, must be carried on the vehicle.
The authorisation is valid for that company and the vehicle which are specified in this authorisation.
The authorisation must be presented at the request of any authorized inspecting officer. It is not valid for national transport. It is not transferable.
The earner is required to comply, in the territory of each Member State, with the laws, regulations and administrative provisions of that State, and in particular with those concerning transport and traffic.
დამკვეთი:
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №