“გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის სპეციალური ვიმპელის ფორმის დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
516
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-12-07
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-11
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.007.925
“გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის სპეციალური ვიმპელის ფორმის დამტკიცების შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.925

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №516

2005 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის სპეციალური ვიმპელის ფორმის   დამტკიცების შესახებ

,,გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის სპეციალური ვიმპელის თანდართული ფორმა (დანართი №1).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

1. ძალადაკარგულია - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის   ბრძანება №52-სსმIII,№150,16.11.2010წ.,მუხ.2133

დანართი №1

გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის სპეციალური ვიმპელის ფორმა

გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის სპეციალური ვიმპელი წარმოადგენს სამკუთხედის ფორმის თეთრი ფერის ქსოვილს (ზომა: 40სმX60სმ), რომლის ცენტრშიც ამოტვიფრულია ლურჯი ფერის ასონიშნები ,,გ დ ი” (სიტყვების ,,გარემოს დაცვის ინსპექცია” აბრევიატურა).

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია