“დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1189
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-12
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.007.920
“დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.920

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1189

2005 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე და 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში (სსმ III, 08.04.2005, №41, მუხ. 443) დამატებულ იქნეს შემდეგი შინაარსის 44 პუნქტი:

,,44. სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს ,,სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულების შესაბამისად.”.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია 2005 წლის 9 აპრილიდან.

ა. ალექსიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია