საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №548
1998 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის № 689 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონით უცხოური ინვესტიციების სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით:
1. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის № 689 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულების 29-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს „უცხოური ინვესტიციების სააგენტო“.
2. გაუქმდეს ამავე დებულების 42-ე მუხლი.
3. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სამინისტროს აპარატის სტრუქტურაში.
ე. შევარდნაძე