“პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" სემეკის 2003 წლის 2 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილბებეისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2005-11-29
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-09
სარეგისტრაციო კოდი
040.230.000.16.009.007.900
“პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" სემეკის 2003 წლის 2 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილბებეისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 040.230.000.16.009.007.900

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული

კომისიის (სემეკ) დადგენილება №27

2005 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” სემეკის 2003 წლის 2 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტებისა და 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

    მუხლი 1

სემეკის 2003 წლის 2 მაისის №6 დადგენილებით (სსმ III, 06.05.03, №40, მუხლი №352) დამტკიცებულ „პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესში” შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულებების მაძიებლებმა ამ ხელშეკრულების დადების შესახებ განაცხადი უნდა წარუდგინონ სემეკსა და სესბს;

2. მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეებმა ხელმოწერილი ხელშეკრულება, შესაბამისი განაცხადით უნდა წარუდგინონ სესბს შესათანხმებლად, ხოლო სემეკს დასამტკიცებლად.“.

3. გაუქმდეს დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე გ. თავაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია