“ქონების გადახდის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 22 აპრილის №279 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1146
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-08
სარეგისტრაციო კოდი
200.130.000.22.033.007.895
“ქონების გადახდის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 22 აპრილის №279 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.130.000.22.033.007.895

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1146

2005 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 22 აპრილის №279 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხ­ლისა და 275-ე მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველ­ზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 22 აპრილის №279 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში (სსმ III, 2005 წ., №53, მუხ. 572) შეტანილ იქნეს ცვლილება და ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ქონებაზე საკუთრების რეგისტრაცია (გარდა ქონებაზე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართვე­ლობის და იმ საწარმოთა საკუთრების უფლების რეგის­ტრაციისა, რომლის წილის/აქციების 50%-ზე მეტი სახელ­მწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია) ხორციელდება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს ცნობის საფუძველზე, რომლითაც დასტურ­დება ქონების გადასახადის გადახდის ან საგადასახადო ვალდებულების არარსებობის ფაქტი.”.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია