გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
514
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-12-07
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-11
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.007.923
გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.923

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №514

2005 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ

,,გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ლუქის თანდართული ნიმუშები (დანართი №1).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 11  ნოემბრის  ბრძანება №54-სსმIII, №150, 16.11.2010წ.; მუხ.2128

 

დანართი №1

გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ლუქის ნიმუშები

1) ლუქი №1 იძლევა სწრაფი დალუქვის საშუალებას (ნიმუში თან ერთვის).

ლუქი №1-ის ტექნიკური მახასიათებლები

მასალა: პოლიპროპინელი ან პოლიეთილენი.

ზომები: საერთო სიგრძე – 346 მმ;

სამუშაო სიგრძე – 260 მმ;

ლენტის დიამეტრი – 2 მმ.

მარკირება: შვიდნიშნა ან ცხრანიშნა ციფრით.

ფერები: ლურჯი, მწვანე, წითელი და ყვითელი.

2) დანომრილი თვითწებადი ლუქი №2-ის გახსნის შემთხვევაში მასზე ჩნდება ინდიკატორული წარწერა ,,OPENED”, რომელიც მეორადი დაწებებისას არ იკარგება. ლუქზე შესაძლებელია დაწებების თარიღის და ხელმოწერის აღნიშვნა უბრალო, ბურთულიანი კალმით (ნიმუში თან ერთვის).

 ლუქი №2-ის ტექნიკური მახასიათებლები

მასალა: პოლიეთინელი.

ზომები: 20მმX60მმ ან 10მმX30მმ.

მარკირება: ექვსნიშნა ციფრით.

3) ლუქი № 3-ს აქვს ჩამკეტი და დაცვის რამდენიმე ხარისხი (ნიმუში თან ერთვის).

ლუქი №3-ის ტექნიკური მახასიათებლები

მასალა: გამჭირვალე აკრილი.

მარკირება: შვიდინიშნა ციფრით, რომლის ბოლო სამი ციფრი დუბლირდება ჩამკეტ ნაწილზე.

ფერები: ლურჯი, მწვანე, წითელი, ყვითელი, შავი, რუხი.

 

4) ლუქი №4 წარმოადგენს ჩამკეტ-დასალუქი მოწყობილობის მქონე მინიატურულ ტროსიანი ლუქის სახეობას. მას აქვს ჩასახრახნი ელემენტი, რომლის მეშვეობითაც ხდება ლუქის ჩაკეტვა, რომლის შემდეგაც ეს ჩასახრახნი ელემენტი ტყდება (ნიმუში თან ერთვის).

ლუქი №4-ის ტექნიკური მახასიათებლები

მასალა: ლუქის კორპუსი – ალუმინის შენადნობი;

   ტროსი – მოთუთიავებული ფოლადი.

   მარკირება: ექვსნიშნა ციფრით.

ფერები: ლურჯი, მწვანე, წითელი, ყვითელი, შავი.

 

 

 

 

 

                                                                                       ლუქი №4

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია