განათლების სფეროში სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების ფორმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/1106
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-11-02
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-06
სარეგისტრაციო კოდი
350.050.010.22.024.007.840
განათლების სფეროში სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების ფორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1106

2005 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

განათლების სფეროს სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების ფორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე, „საქართველოს სტატისტიკურ სამუშაოთა 2005 წლის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 აპრილის №254 ბრძანებულების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების ფორმები: №11-01-01 (წლიური) „მონაცემები უმაღლესი სასწავლებლების შესახებ“ (დანართი 1) №11-01-02 (წლიური) „მონაცემები საშუალო პროფესიული სასწავლებლების შესახებ (დანართი 2), №11-01-05 (წლიური) „მონაცემები ზოგადასაგანმანათლებლო სკოლის მუშაობის შესახებ (დანართი 3), №11-01-06 (წლიური)  „მონაცემები მუდმივი სკოლამდელი დაწესებულების მუშაობის შესახებ“ (დანართი 4), №11-01-07 (წლიური) „მონაცემები სკოლისგარეშე დაწესებულებების მუშაობის შესახებ“ (დანართი 5), №11-01-08 (წლიური) „საბავშვო სახლების ანგარიში (დანართი 6), №11-01-09 (წლიური) „მონაცემები მშობელთა მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვებისა და მოზარდების შესახებ“ (დანართი 7) – თანდართული სახით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების ფორმებისა და შესაბამისი მითითებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003 წლის 16 ივნისის  №77 –ს ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №11-01-01 (წლიური) და ფორმა №11-01-02 (წლიური), (სსმ III, 2003., № 62, მუხ.545, გვ. 160-164).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. ჩოგოვაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №1-1/1310- სსმ III, №152, 13.11.2006წ., მუხ.2117

კრებსითი — სრული ვერსია