“საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1885
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-10-17
გამოქვეყნების თარიღი
2005-10-19
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.22.027.007.799
“საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.007.799

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1885

2005 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

“საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის   2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებას 2005 წლის 22 მარტის საქართველოს კანონის “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” შესაბამისად, დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პირადობის მოწმობის ბლანკის მეორე გვერდზე, ქვედა კუთხეში, დატანილ იქნეს პირადობის მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

 

კრებსითი — სრული ვერსია