ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1890
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-10-17
გამოქვეყნების თარიღი
2020-09-21
სარეგისტრაციო კოდი
100.080.000.22.027.007.792
ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

(ძალადაკარგულია - 21.09.20, №613)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1890

2005 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ� საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიქმნას ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) საპატიმრო განყოფილება.

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):

ა) წარმოადგინოს წინადადებები ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების საპატიმრო განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს /შ. კოპაძე/, საგამოძიებო ინტერესების შესაბამისად უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, პატიმართა გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, პატიმართა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების გზით.

3. ბრძანებას გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (შ. კოპაძე).

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

 

კრებსითი — სრული ვერსია