�
(ძალადაკარგულია - 21.09.20, №613)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1819
2005 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №1 საპყრობილის გაუქმებისა და ქ. თბილისის №1 და №5 საპყრობილეების შექმნის შესახებ
�პატიმრობის შესახებ� საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №1 საპყრობილე.
2. ქ. თბილისის №1 საპყრობილის ბაზაზე შეიქმნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №1 საპყრობილე და ქ. თბილისის №5 საპყრობილე.
3. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):
ა) წარმოადგინოს წინადადებები ქ. თბილისის №1 საპყრობილის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;
ბ) ქ. თბილისის №1 საპყრობილის რეორგანიზაციიდან გამომდინარე, უზრუნველყოს აღნიშნულ საპყრობილეში მოთავსებული მსჯავრდებულებისა და პატიმრების გადანაწილება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
4. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ქ. თბილისის №1 საპყრობილის პირად შემადგენლობას.
5. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს (კ.ვარძელაშვილი).
6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია