სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.007.751
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1791
2005 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 საპყრობილეში კონკურსის ფორმის დადგენის შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველის კანონის მე-19 მუხლისა და “იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანების მე-12 და მე-14 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 საპყრობილეში კონკურსი ჩატარდეს ორ ეტაპად. პირველი ეტაპი ჩატარდეს საბუთების შერჩევით განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიხედვით, ხოლო მეორე ეტაპი _ გასაუბრების ფორმით.
2. კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრებაზე) გამსვლელ კონკურსანტთა რაოდენობა განისაზღვროს დაწესებულებაში არსებული ვაკანტური თანამდებობების სამმაგი ოდენობით.
3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.