საქართველოს მთავრობის
დადგენილება №146
2009 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №405 - ვებგვერდი, 09.12.2024წ.
მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე:
1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნად განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი წესდების დამტკიცება.
4. (ამოღებულია - 06.12.2024, №146).
5. (ამოღებულია - 06.12.2024, №146).
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის ლიკვიდაციის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების ჩარიცხვა და აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის შრომითი მოწყობის საკითხების გადაწყვეტა.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის ლიკვიდაციის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ ლიკვიდირებული ხელოვნების ფაკულტეტის ნაწილში განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი.
9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებიდან.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური