“საქართველოს პროკურორის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 10 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებულ წესში დამატების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
სხვა ადმინისტრაციული ორგანო
მიღების თარიღი
2005-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-27
სარეგისტრაციო კოდი
110.060.010.39.036.007.741
“საქართველოს პროკურორის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 10 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებულ წესში დამატების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.741

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №16

2005 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 10 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებულ წესში დამატების შეტანის თაობაზე

“პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის “ო” ქვეპუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

“საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 10 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 10.12.2004, №146, მუხ. 1326) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:

1. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

“9. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე (მაგრამ არა უადრეს 6 თვისა) მოეხსნას სტაჟირება და დაინიშნოს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობაზე.”

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია