„საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთებისა და ცნობების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 21 ნოემბრის №798 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
907
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-27
სარეგისტრაციო კოდი
230.090.000.22.033.007.731
„საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთებისა და ცნობების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 21 ნოემბრის №798 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.090.000.22.033.007.731

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №907

2005 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთებისა და ცნობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის  2001 წლის 21 ნოემბრის №798 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთებისა და ცნობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 21 ნოემბრის №798 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №124, მუხლი 888) დამტკიცებული დანართის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, გაცემული შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ (საქონლის ექსპორტის საბაჟო გაფორმებისთვის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ არის);”.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია